როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი პერლამუტრით

0
555

აღდგომის ბრწყინვალე მართლმადიდებლური დღესასწაული გაზაფხულის ყველაზე “დიდი” დღეა, რომლისთვისაც დიასახლისები მომზადებას დიდი ხნით ადრე, სრული მობილიზებით იწყებენ. ახლა საუკეთესო დროა სააღდგომო სუფრის მენიუს შესადგენად, პასკის იდეალური რეცეპტის საპოვნელად და კვერცხების ფერებზე დასაფიქრებლად. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა შეღებოთ კვერცხი უჩვეულო დეკორით.

პერლამუტრიანი კვერცხი

რა თქმა უნდა, მაღაზიაში საკვები საღებავების შეძენა და კვერცხის უპრობლემოდ შეძენა შეგიძლიათ. ჩვენს დროში, ფერთა არჩევანი უზარმაზარია, თუმცა, დროთა განმავლობაში, ერთფეროვანი საღებავები გვბეზრდება და გვებანალურება. თვალი კრეატიულობას ითხოვს. თუ ექსპერიმენტები და ორიგინალური იდეები გიყვართ, Paparazzi.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული მეთოდი ნამდვილად მოგეწონებათ.

კარკადეს ჩაით შეღებვა

მაშ ასე, პირველი მეთოდისთვის ვიყენებთ კარკადეს ჩაის – ნატურალურ და სავსებით უსაფრთხო საღებავს. კვერცხი ძალიან უჩვეულო გამოდის. თითოეული კვერცხი უნიკალური, სხვადასხვანაირი გამოდის.

დაგჭირდებათ

  • 40 გ კარკადეს ჩაი;
  • 400 მლ მდუღარე წყალი;
  • პერლამუტრის საღებავი (კანდურინი);
  • ფუნჯი.

1. წინასწარ მოხარშეთ კვერცხი. აიღეთ ჭურჭელი, რომელშიც კვერცხი მთლიანად მოთავსდება. ჩაყარეთ კარკადეს ჩაი და დაასხით მდუღარე წყალი.

2. ჩაუშვით კვერცხი მიღებულ ნაყენში მთლიანად.

3. გააჩერეთ 8-10 საათით ან მთელი ღამით მაცივარში. ასე ნაჯერ, მაძღარ ფერს მიიღებთ.

4. ამ დროის შემდეგ, ამოიღეთ ნაყენიდან კვერცხი, ფრთხილად გააცალეთ ჩაის ფოთლები, საღებავი რომ არ დააზიანოთ. დაალაგეთ კვერცხი ხელსახოცზე და ფრთხილად გაამშრალეთ, ნუ გახეხავთ. მხოლოდ ზოგიერთ ადგილას დააჭირეთ, საინტერესო ეფექტის მისაღებად.

5. კვერცხი პერლამუტრიანი რომ გახდეს, აიღეთ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი საღებავი და ფუნჯი. მსუბუქი მოძრაობებით წაუსვით კვერცხს იგი.

თავიდან, ფერი იასამნისფერს ჰგავს, გაშრობის შემდეგ კი გალურჯდება. თუ უფრო ნაზი, პასტელური ფერის მიღება გსურთ, კვერცხი ხსნარში მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა გააჩეროთ. როგორც ხედავთ, ეს ძალიან მარტივი მეთოდია.

ძალიან ლამაზი და მაძღარი ფერი გამოდის, პერლამუტრის საღებავები კი კოსმოსის ეფექტს მისცემს. უნდა სცადოთ!

ოქროსფერი და ვერცხლისფერი კვერცხი

მეორე საშუალებისთვის გამოვიყენებთ პოტალს – დეკორატიული მასალის თხელ ფურცლებს, ოქროსა და ვერცხლის იმიტაციისთვის. მისი შეძენა შეგეძლებათ სამხატვრო მასალების მაღაზიაში.

დაგჭირდებათ

  • პოტალი;
  • ხელთათმანები;
  • წყალი;
  • კვერცხის ცილა;
  • 2 რბილი ფუნჯი.

1. აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები – იგი პოტალთან მუშაობას მოსახერხებელს გახდის. დაჭერით იმიტაციური ფურცლები მცირე ნაჭრებად.

2. აიღეთ მოხარშული კვერცხი და ფუნჯით წაუსვით ერთ მხარეს ცილა ძალიან თხელ ფენად. მოათავსეთ პოტალის ნაჭერი კვერცხზე მეორე, დასველებული ფუნჯით. ნაზი მოძრაობებით დაამუშავეთ ფენა ზემოდან, კვერცხს მჭიდროდ რომ მიეკროს.

3. კვერცხის ცილის მეორე ნაწილი შეინახეთ დამუშავებული მხარის გაშრობამდე. გაიმეორეთ პროცედურა სხვა კვერცხებზეც. 20-30 წუთის გასვლის შემდეგ, როცა პირველი მხარე გაშრება, გააფორმეთ კვერცხის მეორე მხარეც.

5. მნიშვნელოვანი შენიშვნა: გაფცქვნის შემდეგ, მოხარშული კვერცხი გაავლეთ გამდინარე წყლით, პოტლის ნაწილები რომ მოშორდეს.

პოტალით შეგიძლიათ უკვე შეღებილი ფერადი კვერცხების გაფორმებაც – არა მთლიანად, არამედ მცირე ნაწილებად. ძალიან ლამაზი დეკორი გამოვა!

ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პოტალი, გაშრობის შემდეგ, ხელებს საერთოდ არ ეწებება და არც კვალს ტოვებს. ამასთან, იგი სადღესასწაულოდ და ეფექტურად გამოიყურება.