რატომ უნდა დაამწნილოთ კვერცხი სააღდგომო სუფრისთვის

1851

ინგლისიდან ჩამოვიტანე კვერცხის მწნილის სალათის გასაოცარი რეცეპტი. ეს კერძი სააღდგომო სუფრიდან ყველაზე პირველი, წამებში ქრება, სტუმრები სახლში არ მიდიან, სანამ რეცეპტს არ დამცინცლავენ.

Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა დაამწნილოთ კვერცხი, მისგან ძალიან გემრიელი და უჩვეულო სალათი რომ მოამზადოთ. სულ 2 რეცეპტი გვაქვს.

კვერცხის მწნილის სალათი

კვერცხის მწნილი ერთ-ერთი ტრადიციული ინგლისური კერძია, რომელსაც იქ პაბებში მიირთმევენ. კერძი შედგება მაგრად მოხარშული, გაფცქვნილი კვერცხისგან, რომელსაც ასხამენ წყლის, ძმრის, მარილისა და სუნელებისგან შემდგარ მარინადს.

აქვე გეტყვით, რომ შეიძლება არამხოლოდ ქათმის, არამედ მწყრის კვერცხის გამოყენებაც. შეგიძლიათ, მარინადი ბევრნაირად მოამზადოთ. მე სუნელებითაც გამიკეთებია, ჭარხლითაც, უმად მოწალული ძეხვითაც კი. დღეს ჩემს საყვარელ მეთოდს გთავაზობთ, მწყრის კვერცხითა და ჭარხლის მარინადით. ასეთივე პრინციპით შეიძლება ქათმის კვერცხის დამწნილებაც.

როგორ დავამწნილოთ კვერცხი

ინგრედიენტები:

  • 125 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ. მდოგვის თესლი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 7 შავი პილპილის მარცვალი
  • 1 გ მუსკატის კაკალი
  • 0.5 ს.კ. შაქარი
  • 350 გ ჭარხალი
  • 0.25 ჩ.კ. მარილი
  • 45 მლ ძმარი
  • 10 მწყრის კვერცხი

მომზადება

  1. ჭარხალი გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად. მოათავსეთ ქვაბში.
  2. დაუმატეთ ჭარხალს ყველა სხვა ინგრედიენტიც, კვერცხის გარდა. ერთად ყველაფერი აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით.
  3. კვერცხი გაფცქვენით. სუფთა ქილაში ჩაალაგეთ კვერცხი, დაასხით ცხელი მარინადი, კვერცხებს შორის ჩაალაგეთ ჭარხალიც. კვერცხი მთლიანად უნდა დაიფაროს ჭარხლის მასით.
  4. აცადეთ გაგრილება და შედგით მაცივარში არანაკლებ 24 საათით.
  5. ფრთხილად, ჩაის კოვზის გამოყენებით ამოიღეთ კვერცხები მარინადიდან.

ახლა კი სალათის რეცეპტი:

კვერცხის მარინადის სალათი თინუსით

ამ რეცეპტისთვის გამოიყენეთ ნებისმიერი თევზის კონსერვი, მხოლოდ ზეთში! კიტრი დაჭერით მსხვილ ზოლებად, პომიდორი – ოთხად. კვერცხი ფირფიტებად დაჭერით, მწვანილი დააქუცმაცეთ, სალათის ფოთლები კი უბრალოდ გარეცხეთ. შირბახტის თესლი ზეთზე ოდნავ მოხალეთ. ზეთისხილები დაჭერით რგოლებად. ყველაფერი სასალათე ჭურჭელში მოათავსეთ და შეაზავეთ საყვარელი ზეთითა და ნივრით.

 

სალათი ქათმის ღვიძლით

ღვიძლი გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააცალეთ ზედმეტი ყველაფერი. ამოავლეთ მარილისა და ფქვილის ნარევში, შეწვით ხახვთან ერთად. სალათის ფოთლები გარეცხეთ და ხელით დაწყვიტეთ მცირე ნაჭრებად. მწვანილი დააქუცმაცეთ, პომიდორი და კვერცხი ოთხად დაჭერით. ყველაფერი სასალათე ჭურჭელში მოათავსეთ. შეაზავეთ ზეთით, მარილითა და პილპილით.

ეს სალათი თბილ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ. მე გამიზნულად არ ვწერ ინგრედიენტების რაოდენობას, თვითონ თვალის ზომით ვამზადებ. თქვენც თქვენი გემოვნებით მოამზადეთ.

ჩვეულებრივ, კვერცხის დამწნილებას 5-დან 2 კვირამდე სჭირდება, თუმცა, შედეგი 24 საათში გამოჩნდება. თუ ნამდვილი ინგლისური კერძის გემო გაინტერესებთ, 3-4 თვე უნდა ელოდოთ, თქვენი მოთმინების უნარის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს