ქოლესტერინის ნორმა სისხლში და როგორი უნდა იყოს ანალიზის პასუხები

2229

ცნება “მაღალი ქოლესტერინი” ჩვენს დროში ძალიან გავრცელებულია. ბევრი ადამიანი გაგებით ეკიდება ცხიმიანი საკვებისა და ფასტ-ფუდის შეზღუდვებს, ისინი ხომ “ქოლესტერინის წყაროებად” იოდება.

თუმცა, ექიმები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევებ სისხლის ანალიზის ჩაბარებას, ქოლესტერინის დონის განსაზღვრისთვის, რათა შეძლონ დროული ზომების მიღება (თუ გადახრები დაფიქსირდება).

რა არის ქოლესტერინი და მისი სახეობები

ამ ნივთიერებას ჯერ კიდევ 1815 წელს დაარქვეს სახელი: “ქოლე” – ნაღველი, “სტერინი” – ცხიმიანი. ქოლესტერინი განეკუთვნება ლიპიდებს, რომლებსაც, ძირითადად (80%-მდე), ღვიძლი გამოიმუშავებს, დანარჩენ, ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს კი ადამიანები საკვები პროდუქტებიდან იღებენ.

ქოლესტერინი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რამდენადაც მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია: უჯრედულ მემბრანებს ამკვრივებს და აძლიერებს, აგრეთვე, მონაწილეობას იღებს ნაღვლისა და ზოგიერთი სასქესო ჰორმონის სინთეზში.

ნივთიერება ფრაქციებად იყოფა, მისი სიმკვრივის მიხედვით. მსლპ, იგივე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი ე.წ. კარგი, ანუ სასარგებლო ქოლესტერინია. იგი იცავს სისხლძარღვებს შევიწროებისგან, სისხლის მიმოქცევას კი – დარღვევისგან, ანუ, ხელს უშლის ათეროსკლეროზის წარმოქმნას.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (დსლპ) კი, პირიქით, მავნე ქოლესტერინად ითვლება, რამდენადაც იწვევს სისხლში კოლტების წარმოქმნას, საბოლოოდ – გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

არსებობს კიდევ ერთი ფრაქცია: ტრიგლიცერიდები (ანუ ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები), რომლებსაც ათეროსკლეროტული კოლტების გაჩენაში უშუალო წვლილი შეაქვს.

რატომაა საჭირო ქოლესტერინის დონის გაგება?

ადამიანის ორგანიზმში უწყვეტად მიმდინარეობს ცხიმოვანი მიმოცვლა, კერძოდ, ქოლესტერინი გახლავთ ის ნივთიერება, რომლის შემცველობა ამ მნიშვნელოვანი პროცესის მაჩვენებლებს განსაზღვრავს.

ანალიზი შინაგანი ორგანოების ზოგიერთი დაავადების გამოვლენაში დაგეხმარებათ. დღეისათვის, ქოლესტერინის რაოდენობის განსაზღვრისთვის იყენებენ კომპლექსურ კვლევას – ლიპიდოგრამას (ცხიმთა სპექტრს).

მეტი ინფორმაციის მისაღებად, ითვალისწინებენ ქოლესტერინის ყველა ტიპის თანაფარდობას და არა მხოლოდ საერთო რაოდენობას.

ქოლესტერინის დონის ნორმა

ეს ნიშნულები ცოტათი განსხვავდება ქალებსა და მამაკაცებს შორის:

მამრობითი სქესისთვის, მსლპ-ს ნორმა 1.69-ს, ხოლო დსლპ-სა – 2,0-დან 4,7 მმოლი/ლ-მდე მერყეობს.

მდედრობითი სქესისთვის, შესაბამისად, 1,43 და 1,8-დან 4,6-მდე.

საერთო ჯამში, ჯანმრთელ ადამიანს ქოლესტერინის ნორმალური დონე აქვს, თუ მისი მაჩვენებელი 3,0-დან 5,0 მმოლ/ლ-ს ფარგლებში მერყეობს.

5,2 მმოლ/ლ -ზე მაღალი მაჩვენებელი ღრმა ლიპიდური ანალიზის საფუძველს იძლევა.

მნიშვნელოვანია:

აფთიაქებში შეგიძლიათ ინდივიდუალური ტესტების შეძენაც, ქოლესტერინის დონე სახლის პირობებში რომ განსაზღვროთ. თუმცა, მისი შედეგი არ გამოირჩევა იმ აუცილებელი სიზუსტით, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა იძლევა. ამიტომ, არჩიეთ ანალიზის ჩაბარება სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, მიღებული შედეგების მიუხედავად, არ შეიძლება დამოუკიდებლად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაიწყოთ ქოლესტერინის დონის მომატება ან შემცირება.

კონკრეტული შედეგი, შესაძლოა, კონკრეტულ დაავადებასა და ცხოვრების წესში დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებდეს, რისი გაგებაც მხოლოდ ექიმს შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს