დიდხანს ცხოვრება გინდათ? უბრალოდ იკვებეთ ჯანსაღად! ამ, ერთი შეხედვით, უბრალო ფრაზას მარტივად შევყავართ ჩიხში: გასაგებია, რომ გვჭირდება, მაგრამ რას მოიაზრებს ჯანსაღი კვება?
ვიღაც იტყვის, დიეტოლოგთან წადითო. თუმცა, ამ სპეციალისტთა უმეტესობა რადიკალური მეთოდებით მუშაობს და თავადაც არასახარბიელოდ გამოიყურებიან, ამიტომ, არჩევის პრობლემა დღემდე აქტუალურია.
თუ კარგად დაფიქრდებით, ვის ეცოდინება ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ უფრო მეტი, ვიდრე ექიმ-კარდიოლოგს? ის ხომ წლების განმავლობაში ებრძვის ნაადრევი გარდაცვალების მთავარ მიზეზს – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
ერთ-ერთი ასეთი ავტორიტეტული ექიმი, კარდიოლოგიის სფეროში, გახლავთ ლეო ბოკერია – ადამიანი, რომელსაც ხელში ათასობით გული ეჭირა. დღეს ეს უნიკალური ქირურგი უკვე 80 წლისაა და ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში გახლავთ. როგორც ღია და კეთილმოსურნე ადამიანი, სიამოვნებით გვიზიარებს კვების საიდუმლოს, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების წინაპირობაა.
15 წლის წინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმდროისთვის პოპულარული “კრემლის დიეტის”, იმავე “ამერიკული ასტრონავტების დიეტის” გამოცდა გადაწყვიტა. დიეტის არსი ნახშირწყლების რაოდენობის შემცირებაში მდგომარეობს. თითოეულ პროდუქტს თავისი “ფასი” აქვს, ხოლო ამ ფასის თითოეული ერთეული 1 გ ნახშირწყალს შეესაბამება. პირველი 2 კვირის განმავლობაში, დღეში არაუამეტეს 20 ქულა უნდა აიღოთ, საჭირო წონამდე ჩაღწევის მომენტამდე – არაუმეტეს 40, მის შესანარჩუნებლად კი – 60 ქულა.
მაშინ ჟურნალისტისთვის ამის გადაფიქრება ბევრმა სცადა, მან კი ობიექტური რჩევისთვის მიმართა ექიმ ბოკერიას. სწორედ ის იცავდა ამავე დიეტას.
ექიმმა თქვა, რომ კვების სწორედ ასეთი სტილი უნდა დაიცვათ, რამდენადაც მისი პრინციპები ბევრად ემთხვევა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ, ხმელთაშუაზღვისპირულ დიეტას. თავის დროზე, ამ დიეტით ექიმმა 10 კგ დაიკლო. თუმცა, იგი უკვე ქულებს აღარ ითვლის, რამდენადაც მიეჩვია “თვალით გაზომვას”, თანაც, ძალიან ცოტას ჭამს და დარწმუნებულია, რომ ეს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ძირითადი ფაქტორია.
მაშ ასე, რას ვუწოდებთ ჯანსაღ კვებას?
- სასურველი წონის მიღწევამდე, მთლიანად ამოიღეთ რაციონიდან ფქვილიანი და საკონდიტრო ნაწარმი. მიღწევის შემდეგ – მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით.
- მკაცრად აკონტროლეთ მარილის მოხმარება.
- მენიუში ბოსტნეულის რაოდენობა გაზარდეთ – თავად ექიმს ძალიან უყვარს პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი და მწვანილი.
- დიდი რაოდენობით ცილა – ხორცი, თევზი და ფრინველი. თუმცა, მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი.
- არანაკლებ 40 მლ წყალი წონის ყოველ 1 კგ-ზე, ყოველდღე.
გაითვალისწინეთ: კუჭ-ნაწლავისა და თირკმლების ტრაქტის სერიოზული პათოლოგიების შემთხვევაში, ექიმი გვირჩევს, არ დავსვათ მსგავსი კითხვები “შეიძლება თუ არა ხორცის ჭამა თირკმლების უკმარისობის დროს?”, და დაიცავით სპეციალურად შემუშავებული დიეტური მენიუ.
ახლა კი ლეო ბოკერიას კვების რეჟიმი:
- მსუბუქი საუზმე ხაჭოსსა და ნატურალური მაწვნის ნარევით.
- “სადილი” 16-18 საათზე – 1 ჭიქა ნატურალური მაწონი და მინერალური წყალი.
- ვახშამი, რომელიც ექიმისთვის საკვების ყველაზე მსუყე მიღებაა – ცილის დიდი ულუფა (თევზი, ხორცი, ფრინველი), გარნირად კი მოთუშული ან ნედლი ბოსტნეული. აგრეთვე, ექიმი მიირთმევს ცოტაოდენ თაფლსა და ხილს – ეს კვირაში არაუმეტეს 1-2-ჯერ.
ლეო ბოკერია გვიტყდება ორ სისუსტეში, რომლებზეც, დროთა განმავლობაში, უარი თქვა: მწარე შოკოლადი და ხარისხიანი ალკოჰოლი. შოკოლადი მას პროფესორმა ქალიშვილმა ურჩია. თუმცა, მაშინ მან ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს პროდუქტი წონას მოუმატებდა. რაციონიდან ტკბილეულის ამოღება გახდა საჭირო.
რაც შეეხება ალკოჰოლს – ექიმი ხომ ქართველია. მას ღვინის, კონიაკისა და შამპანურისადმი სიყვარული, შეიძლება ითქვას, სისხლში აქვს გამჯდარი. თუმცა, როგორც კარდიოლოგი აღნიშნავს, გარკვეული დოზა უვნებელი და სასარგებლოც კია, თუმცა, დაშვებული ზღვრის გადალახვა ძალიან მარტივია. ამიტომ, მასთან ახლოსაც არ მიხვიდეთ.
აი, ასე იკვებება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, კვების გარდა, გვირჩევს ხშირად გაღიმებას, დღეში არანაკლებ 10 000 ნაბიჯის გადადგმასა და საყვარელი საქმიანობით დაკავებას, თუმცა, მაინც, საკვების ზომიერებას მთავარ როლს ანიჭებს.
სტატიის დასრულებამდე, მინდა დავამატო, რომ მე ამ პრინციპებს ვეთანხმები, თუმცა, რაც შეეხება მიახლოებით მენიუს… შეიყვანეთ მისაღები საკვები Fatsecret-ში და გამოთვალეთ იმ ყველაფრის კალორია, რასაც იღებთ. ექიმი გვირჩევს, დღეში არანაკლებ 800 კალორია მივიღოთ.
ინფორმაცია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის წარმოგიდგინეთ. ის არ ანაცვლებს სამედიცინო დიაგნოსტიკას ან მკურნალობას. არ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ შეცვლიდეთ რაციონს, ძილის ჩვევებს, მიიღებთ დანამატებს ან დაიწყებთ ახალ სავარჯიშოებს.