1-წუთიანი სავარჯიშო, რომელიც ზურგის ტკივილს მოგიხსნით

1004

დღეს ზურგის ტკივილი მხოლოდ სიბერის ნიშანი არაა. ეს უსიამოვნო შეგრძნება უკვე ახალგაზრდებშიც ხშირია. ეს ხანგრძლივი ჯდომის, ფიზიკური დატვირთვების ნაკლებობისა და ოფისში მუშაობის ბრალია. ეს ყველაფერი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათ ვერ გავექცევით. თუმცა, არსებობს საშუალება, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას არ წაგართმევთ, ტკივილს კი ნამდვილად მოგიხსნით.

ესაა ერთწუთიანი სავარჯიშო, რომელიც ზურგის ტკივილს მოგიხსნით. თუმცა, მნიშვნელოვანია რამდენიმე პირობის დაცვა. ეს იმისთვის, რომ ეფექტი მაქსიმალურად სწრაფად მიიღოთ:

  • შეასრულეთ სავარჯიშო ყოველდღე;
  • ყოველ სავარჯიშოს დაუთმეთ 1 წუთი;
  • ივარჯიშეთ მყარ და სწორ ზედაპირზე (იატაკი, ხალიჩა).

1. ამ სავარჯიშოს 3 ვარიაცია აქვს. ჩვენ თითოეულ მათგანს გაგაცნობთ:

  • დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები. ახლა დაიწყეთ ნაზად გადაწიეთ თავი მარცხნივ, მუხლები კი – მარჯვნივ. მოძრაობები სრულდება ერთდროულად, მხრები კი არ მოძრაობს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში 10-15 წამით, შემდეგ კი გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს.

  • დაწექით. ხელები და ფეხები გაასწორეთ. ახლა გადაწიეთ თავი მარჯვნივ, მენჯი კი – მარცხნივ. მარჯვენა ფეხი უნდა მოხაროთ, ეცადეთ, მუხლი კარგად გაჭიმოთ, მარცხენა კი სწორად გააჩეროთ, ქვემოთკენ გაჭიმოთ. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს.

  • დაწექით, წამოწიეთ ფეხები იატაკიდან 30-40 გრადუსით. ხელები კეფაზე დაილაგეთ. ახლა მოხარეთ მარჯვენა ფეხი და მარცხენა იდაყვისკენ მიზიდეთ. შეასრულეთ იგივე მეორე მხარესაც.

2. ამ სავარჯიშოს კი ორი ვარიაცია აქვს:

  • დადექით კატის მდგომარეობაში. ჩაზნიქეთ ზურგი და შეჩერდით ასე 20-30 წამით. გახსოვდეთ, რომ მშვიდად და ღრმად უნდა ისუნთქოთ. შემდეგ კი აქლემის პოზა უნდა მიიღოთ. გაიმეორეთ ყველაფერი, ოღონდ ამჯერად ზურგი არა, მუცლის პრესი უნდა ჩაზნიქოთ.

  • მიიღეთ კატის მდგომარეობა და დაიწყეთ ფეხების მიტანა სახესთან (სახემდე ვერ მიიტანთ, თუმცა, უნდა სცადოთ).

3. ახლა ვიზრუნოთ ზურგის ქვედა ნაწილზე. ამ სავარჯიშოსაც ორი ვარიაცია აქვს:

  • დაწექით იატაკზე, ხელები კეფასე დაილაგეთ, ფეხები – მოხარეთ. ამოსუნთქვისას, მკერდი ზემოთ წამოწიეთ. შეასრულეთ სავარჯიშო ძალიან ნელა.

  • დაწექით იატაკზე და წამოწიეთ ფეხები 45 გრადუსით. დაიწყეთ მუხლების მონაცვლეობით მოხრა და მკერდისკენ მიტანა. ამავდროულად, მარჯვენა ფეხი მკერდის მარცხენა მხარეს უნდა მიზიდოთ, მარჯვენა კი – შესაბამისად, მარცხენასთან.

აი, ასეთი მარტივი და სწრაფი მინი-კომპლექსი გააუმჯობესებს თქვენს შეგრძნებებს ზურგის არეში და მოგიხსნით აუტანელ ტკივილებს.

თქვენ რამდენად ხშირად გრძნობთ დისკომფორტს ზურგის არეში? როგორ უმკლავდებით მას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს