მიყვარს, როცა სახლში პურის სუნი დგას. ბოშური რეცეპტით გამომცხვარი პური კი ცალკე ნეტარებაა

192

შინ გამომცხვარი პური სახლში სიმყუდროვის სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ აიღეთ და გააკეთეთ. მართალია, პირველ ჯერზე შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ უნარების განვითარებაში ხელს არავინ გიშლით. მით უმეტეს, რომ ეს რეცეპტი იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ. სცადეთ Paparazzi.ge-ის რედაქციასთან ერთად.

ჩვენ ამჯერადაც შთაგვაგონა ერთ-ერთმა ბოშა ბლოგერ-მზარეულმა და გადავწყვიტეთ, პური მისი რეცეპტით გამოგვეცხო. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ყოველდღიური პროდუქტია, რომ შეუძლებელია სამზარეულოს წარმოდგენა მის გარეშე. მოკლედ, მოამზადეთ პური ჩვენთან ერთად და დააყენეთ სახლში სურნელი, რომლითაც ვერ დანაყრდებით!

თეთრი პურის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 460 გ ფქვილი
  • 250 გ წყალი
  • 12 გ სწრაფმოქმედი საფუარი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 1.5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. პირველ რიგში, ჩაყარეთ საფუარი წყალში და აცადეთ გაფუება. აუცილებლად გაცერით ფქვილი, ცომი ჰაეროვანი რომ გამოვიდეს. დუამატეთ ცომს შაქარი, მარილი და საფუვრიანი წყალი, დაამატეთ 3 ს.კ. ზეთი.
  2. მოზილეთ ცომი. ჯერ იმავე თასში, რომელშიც ინგრედიენტები შეურიეთ. შემდეგ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. ნუ იფიქრებთ, რომ ცომი დატკეპნილი გამოვა. დაახურეთ პარკი 10 წუთით და დააკვირდით, როგორ დარბილდება იგი.
  3. ზილეთ ცომი კიდევ 3-5 წუთით, ფქვილის ნარჩენები რომ შეიზილოს. როცა ყველაფერი მზად იქნება, წაუსვით თასს ცოტაოდენი ზეთი, მოათავსეთ მასში ცომი, დაახურეთ ისევ პარკი და ზემოდან ტილო. გაახურეთ ღუმელი ოდნავ, შედგით ცომი და გამორთეთ ღუმელი. დატოვეთ ცომი იქ 40 წუთით.
  4. ახლა წაუსვით მაგიდას 1 ჩ.კ. ზეთი და ზილეთ ცომი მასზე კიდევ ნახევარი წუთის განმავლობაში. გამოძერწეთ სასურველი ფორმა, მოათავსეთ იგი საცხობ ლანგარზე, რომელსაც წინასწარ პერგამენტი უნდა დააფინოთ. ისევ დაახურეთ პირსახოცი და დატოვეთ 30 წუთით. ცომი უნდა ამოვიდეს.
  5. შედგით პური ღუმელში 20 წუთით. იგი არაუმეტეს 170 გრადუსზე უნდა გაახუროთ. პური მზადაა. ბლოგერი გვთავაზობს მის ოდნავ დასველებას წყლით და პირსახოცით შეფუთვას 2-3 წუთით. საბოლოო პროდუქტი უფრო რბილი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს.

თქვენ რომელი რეცეპტით აცხობთ პურს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს