როგორ სატაცურს ყიდულობს ჭკვიანი დიასახლისი ბაზარზე თეთრს თუ მწვანეს.

0
229

სატაცურის რომელი სახეობაა უფრო გემრიელი – ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, მრავალი ასწლეულის წინ, სატაცურს პატივს სცემდნენ მისი მკვეთრი გემოსა და, რა თქმა უნდა, სარგებლიანობის გამო. სატაცური ვიტამინების, სასარგებლო მიკროელემენტების წყაროა. აგრეთვე, იგი 100 გრამზე მხოლოდ 20 კალორიას შეიცავს.

ამ გასაოცარ, გემრიელ მცენარეს რამდენიმე სახეობა აქვს, დღეს კი Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, რი განსხვავდება თეთრი და მწვანე სატაცური და რატომ უნდა გასინჯოთ ისინი.

სატაცურის სახეობები

ამ მცენარეს რამდენიმე სახეობა აქვს. მათ შორის, მწვანე სატაცური ყველაზე პოპულარულია. მის მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იღებენ. ამიტომ, ბოსტნეული არამხოლოდ გაყინულ, არამედ ნედლ მდგომარეობაშიც ხელმისაწვდომია.

მწვანე სატაცური თეთრისგან მოყვანის მეთოდებით განსხვავდება. მწვანე ღია ჰაერზე, მზის ქვეშ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიმუშავებს ქლოროფილს, რომელიც მას მწვანე ფერს აძლევს.

მომზადების შემდეგ, მწვანე სატაცური ისევ წვნიანი და ხრაშუნაა. გემოთი ოდნავ ბალახისებრია. ეს სახეობა მეტ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს.

თეთრი სატაცუდი მარტიდან ივნისამდე პერიოდში მოდის და სეზონურ დელიკატესად ითვლება. იგი მიწისქვეშ მოჰყავთ. ამისთვის, სატაცურის ნერგებს სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატს აყრიან ან შავი პლასტმასით ფარავენ, მზის ერთი სხივიც რომ არ მოხვდეს. ამიტომ, თეთრი სატაცური არ ექვემდებარება მზის სხივებს და არ აწარმოებს ქლოროფილს.

თეთრ სატაცურს ოდნავ მომწარო გემო აქვს. აგრეთვე, მას, მწვანესგან განსხვავებით, გაფრცქვნა სჭირდება. მას ღეროს კენწეროდან 1-2 სმ-თი ქვემოთ იწყებენ, და აუცილებლად აჭრიან დაბოლოებებს.

სატაცურის სიძველის განსაზღვრისთვის, ღეროები ერთმანეთს გაუხახუნეთ. თუ კრაჭუნს გაიგონებთ, ესე იგი,  ბოსტნეული ახალია.

აგრეთვე, არსებობს იისფერი სატაცურიც. ეს მისი ყველაზე იშვიათი სახეობაა. ისიც ისევე მოჰყავთ, როგორც თეთრი – სიბნელეში, ოღონდ მზის სხივების მოკლე სეანსებით.

ისიც ოდნავ მწარეა, თუმცა, თეთრზე უფრო ტკბილია, რადგან მისი ღეროები შეიცავს 20%-ით მეტ შაქარს. მომზადების შემდეგ, იისფერი სატაცური მწვანდება.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სატაცურს დიდხანს ვერ შეინახავთ. მისი შენახვის მაქსიმალური ვადა მაცივარში 3-5 დღეა. იგი ოდნავ უფრო დიდხანს რომ შეინახოთ, მოათავსეთ ჯერ წყლით სავსე ქილაში, ან გაახვიეთ სველ ქსოვილში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას.

სატაცური გამოდგება როგორც ძირითად კერძად, ისე გარნირის სახით. მისი გამოცხობა ლორთან და ნიორთან ერთად შეიძლება, მოასხამთ ლიმონს ან მოხარშავთ, დაუმატებთ ომლეტს ან მისგან წვნიანს მოამზადებთ.

განსაკუთრებით გირჩევთ სამზარეულოში ამ ბოსტნეულთან ექსპერიმენტების ჩატარებას. მე, როგორც სამსახურიან ქალს, ძალიან მომწონს ის, რომ სატაცურს 20 წუთზე მეტი დრო არ სჭირდება მოსამზადებლად, გემოს კი სიტყვებით ვერ გადმოსცემ.