არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთ ნაწილს სიგიჟემდე უყვარს მწვანე ბორში, დანარჩენებს კი ის უბრალოდ არ გაუსინჯავთ. სპეციალურად მეორე კატეგორიისთვის, Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს მოყვება, თუ როგორ უნდა მოამზადოთ მწვანე ბორში ახალი ჭინჭრითა და მჟაუნათი.
მწვანე ბორშის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 4 ქათმის ბარკალი
- 500 გ კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 2 თავი ხახვი
- 60 გ ახალი ჭინჭარი
- 200 გ ნედლი მჟაუნა
- 2 კვერცხი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 დაფნის ფოთოლი
- შავი დაფქული პილპილი და მარილი გემოვნებით
- 3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
- 1 ს.კ. ზეთი
- ლიმონის წვენი (საჭიროებისამებრ)
მომზადება
- ჭინჭარი ადრე გაზაფხულზე უნდა იყოს მომზადებული, სანამ ის ჯერ კიდევ ახალია. მომზადებამდე, დაასხით ფოთლებს მდუღარე წყალი, მისი მსუსხავი ბუსუსები რომ გააუვნებელყოთ.
- გააცალეთ ბარკლებს კანი, მოათავსეთ წყლით სავსე ქვაბში და მოხარშეთ. ბულიონში მოათავსეთ 1 მთლიანი თავი ხახვი. წყლის ადუღების შემდეგ, შეამცირეთ ცეცხლი და მოხსენით ქაფი. ხარშეთ კიდევ 20-30 წუთით.
- სანამ ხორცი იხარშება, მსხვილად დახეხეთ სტაფილო, ხახვი კი წვრილ კუბებად დაჭერით. გაფრცქვენით და სასურველ ზომაზე დაჭერით კარტოფილიც.
- დაასხით ტაფაზე ზეთი და შეწვით ხახვი ოქროსფრამდე. დაუმატეთ სტაფილო და მოურიეთ. შეწვით კიდევ 2 წუთით, დაახურეთ თავსახური და გამორთეთ.
- გარეცხეთ ფოთლები და დაჭერით. თუ ჭინჭარი ძალიან ახალია, შეგიძლიათ, მისი ღეროებიც გამოიყენოთ. უფრო ძველი ჭინჭრისგან მხოლოდ ფოთლები გამოიყენეთ.
- ამოიღეთ ქვაბიდან ხახვი და ბარკლები, მოათავსეთ ბულიონში კარტოფილი, შემწვარი ბოსტნეული, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. გააცალკევეთ ხორცი და ძვლები, დაჭერით სასურველ ზომაზე და ჩააბრუნეთ ქვაბში.
- ბოსტნეულს დაუმატეთ ფოთლებიც, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ, სასურველი სუნელი დაუმატოთ. ხარშეთ კიდევ 7 წუთით.
- ამავდროულად, ცალკე ჭურჭელში კვერცხი მოხარშეთ.
- სულ ბოლოს დაუმატეთ ოხრახუში და კამა. გამორთეთ წვნიანი და დააყენეთ 20-30 წუთით.
- მიირთვით მწვანე ბორში მოხარშულ კვერცხთან და არაჟანთან ერთად.
მწვანე ბორში იჭმება როგორც ცხელი, ისე ცივი – სწორედ ამიტომ ითვლება ის ზაფხულის წვნიანად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს