მაკარონის კერძი, რომლის სუფრაზე გატანა არ შეგრცხვებათ

0
642

მაკარონი ყველასთვის ნაცნობი პროდუქტია. ის იმდენად ჩვეულებრივ კერძად იქცა, რომ სტუმრებისთვის მისი მირთმევა არ გვინდა ხოლმე. Paparazzi.ge-ის რედაქცია კი წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული კერძი სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.

როგორ მოვამზადოთ ფარშიანი მაკარონი

როგორც ნებისმიერ კერძს, “ფლოტურ” მაკარონსაც თავისი საიდუმლოები აქვს. დავიწყოთ იმით, რომ მაკარონი ნახევრად მყარ მდგომარეობამდე უნდა მოხარშოთ. ეს მაკარონისა და წყლის 1:10 თანაფარდობით უნდა გააკეთოთ, მაკარონები ერთმანეთს რომ არ შეეწებოს.

ამ კერძისთვის საუკეთესო არჩევანი მილისებრი მაკარონებია. რაც უფრო მეტი ხორცის გულსართი ჩარჩება მილაკებში, მით უფრო გემრიელი გამოვა კერძი. შეგიძლიათ, ნებისმიერი ხორცი აიღოთ, ჩვენ კი საქონლის კისრის ნაწილს გირჩევთ. მას მკვეთრი გემო და ცოტაოდენი ცხიმიც უნდა ჰქონდეს.

ინგრედიენტები:

  • 300 გ მაკარონი
  • 300 გ მოხარშული ხორცი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 100 გ შამპინიონი
  • 1 კონა კამა
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • 50 გ მყარი ყველი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ცოტა მარილი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ჩაყარეთ მაკარონიც. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი, მაკარონები რომ არ შეეწებოს ერთმანეთს.
  2. გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით სოკო და ხახვი. არ დაგენანოთ იგი – რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო გემრიელი გამოვა კერძი.
  3. გაახურეთ ტაფა და დაადნეთ მასზე კარაქი. შეწვით ხახვი ნელ ცეცხლზე, გამჭვირვალბამდე.
  4. ამავდროულად, დაჭერით წინასწარ მოხარშული ხორცი ნაჭრებად. გაატარეთ ხორცსაკეპში.
  5. დაუმატეთ ხახვს სოკო და ხორცის ფარში. შეწვით ტაფაზე 3-5 წუთით, მეტი არაა საჭირო.
  6. გადაწურეთ მაკარონი საწრეტში.
  7. შეურიეთ მაკარონს გულსართი, მოაყარეთ დაჭრილი კამა და მორთეთ წიწაკის ნაჭრებით. მირთმევამდე, შეგიძლიათ დახეხილი ყველიც მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!

თქვენ გაქვთ მაკარონის მომზადების საყვარელი რეცეპტი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენს რეცეპტთან დაკავშირებითაც.