ლიბანელმა დიასახლისმა მასწავლა, როგორ უნდა მოვამზადო საზაფხულო სალათი ნაჯერი გემოთი

176

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ფქვილიან-მაიონეზიანი კერძების ჭამის სურვილი თანდათან ქრება. ორგანიზმი რაღაც ახალს, მსუბუქს, მკვებავს ითხოვს. Paparazzi.ge-ის რედაქციამ იცის, რა უნდა შესთავაზოს მკითხველებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადოთ განსხვავებული სალათი სწრაფად. ასეთი ჯერ არ გიჭამიათ!

სწრაფი საზაფხულო სალათი

ჩვენ გთავაზობთ ტრადიციული ლიბანური სალათის, “ფატუშის” მომზადებას. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა, არომატული სოუსი და ხრაშუნა ლავაშის ნაჭრები ამ მარტივად მოსამზადებელ კერძს კულინარიულ შედევრად აქცევს. სალათის უამრავი ვარიაცია არსებობს, ჩვენი ვარიანტი კი კლასიკურთანაა ყველაზე ახლოს.

ინგრედიენტები:

  • 1 კონა სალათის ფოთლები
  • 2 კიტრი
  • 3 პომიდორი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 წითელი ან მწვანე ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ლავაში
  • 2 ტოტი პიტნა და ქინძი
  • სუნელები
  • შირბახტის თესლი

მომზადება

  1. სალათის ფოთლები დაფლითეთ დიდ ნაჭრებად.
  2. ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბებად.
  3. კიტრი და პომიდვრები დაჭერით კუბებად ან ლებნებად. შეურიეთ ბოსტნეულს სალათის ფოთლები.
  4. ახლა წვრილად დაკეპეთ ქინძი და პიტნა საკმაზისთვის.
  5. მწვანისლ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ზეთი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და სუნელები.
  6. შეაზავეთ სალათი და მოაყარეთ შირბახტის თესლი.
  7. ახლა კი ყველაზე მთავარი. ლავაში დაჭერით პატარებად და მოათავსეთ კარგად გახურებულ მშრალ ტაფაზე. ხუხეთ ორივე მხარეს თითო წუთით. თხრელ, ხრაშუნა ლავაშუკებს მიიღებთ.
  8. ლავაშის ნაჭრები სალათს ზემოდან უნდა დაალაგოთ. კიდევ ოდნავ მოაპკურეთ სოუსი და მზადაა!

სურვილისამებრ, ქინძი შეგიძლიათ ოხრახუშით ჩაანაცვლოთ, ხახვი და ნიორი და ამოიღოთ, თუ არ გიყვართ. ზოგადად, კერძის გამრავალფეროვნება ნებისმიერი მხრიდან შეიძლება. თუმცა, ეს რეეპტი კლასიკურ სალათთან ყველაზე ახლოსაა. სალათი ძალიან არომატული, მსუბუქი და სასარგებლო გამოდის. არც ერთი გრამი მაიონეზი ან ზედმეტი ინგრედიენტი. გირჩევთ, სცადოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს