ვაშლის დესერტი “პრინცესა მარგალიტზე” წარმატებით ჩაანაცვლებს შარლოტკას

0
146

ვაშლის პეროგის მარტივი რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. ფენოვანი ცომის, ვაშლისა და არაჟნის ნაზი დესერტის მომზადება ხომ ბავშვსაც კი შეუძლია.

ვაშლის პეროგის უმარტივესი რეცეპტო

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფენოვანი ცომი
  • 3 ვაშლი
  • 2-3 კვერცხი
  • 3-4 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • შაქარი და დარიჩინი გემოვნებით
  • 1 შეკვრა ვანილი
  • შაქრის პუდრა (სურვილისამებრ)

მომზადება.

  1. გაფრცქვენით, გული გააცალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით ვაშლები.
  2. დაჭერით ცომიც, დაყავით დაახლოებით 4 ნაწილად. ფორმის ფსკერზე დაჭრილი ცომის ფენა მოათავსეთ.
  3. მოაყარეთ ვაშლის ნაჭრები, შაქარი და დარიჩინი.
  4. ასეთი პროცედურა ორჯერ უნდა გაიმეოროთ. მეოთხე და ბოლო ფენა ისევ დაჭრილი ცომი იქნება.
  5. შეურიეთ თასში ერთმანეთს კვერცხი, არაჟანი, სახამებელი, შაქარი და ვანილი.
  6. მოასხით ფორმას კვერცხის მასა. დაელოდეთ 20 წუთით, ცომი თანაბრად რომ გაიჟღინთოს.
  7. აცხვეთ 30-40 წუთით ან დაბრაწვამდე.
  8. აცადეთ პიროგს გაგრილება და ჩაატრიალეთ თეფშზე. აღვნიშნავ, რომ მე ეს ძალიან მარტივად გამომივიდა. სილიკონი, თუნდაც არაფერი წაუსვათ, საერთოდ არ იკრობს ცომს.
  9. სურვილისამებრ, გააფორმეთ დესერტი შაქრის პუდრით. ამისთვის წვრილი საცერი გამოიყენეთ. თუ ექსპერიემტები გიყვართ, მოამზადეთ დესერტი ქიშმიშით, ბანანით, გაყინული ალუბლით ან სხვა გულსართით.

გემრიელად მიირთვით! სასიამოვნო კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ.