უნივერსალური საფუვრიანი ცომი “დიასახლისის ოცნება”, ნებისმიერი ტიპის ღვეზელისთვის

514

დღეს ჩვენს სამზარეულოში ცივი ცომის დროა (ასე ტყუილად არ ჰქვია). ცივი იმიტომ, რომ იგი არა თბილ ადგილას, არამედ მაცივარში ფუვდება!

Paparazzi.ge-ის რედაქცია ეცადა იმის გარკვევას, თუ როგორ შეიძლება ცომის სიცივეში გაფუება, თუმცა, ფიზიკა-ქიმიასთან ახლოს არ ვართ. ლოგიკურად მოგვეჩვენა დასკვნა, რომ მაცივარში ტემპერატურა ნულს არ სცდება, ესე იგი, ცომს აფუება შეუძლია. მეტიც, ბევრი ფიქრობს, რომ ცივი ცომი ჩვეულებრივს თვისებებით სჯობს.

მას “ფრანგულ” ან “ხრუშოვსკის” ცომსაც უწოდებენ. მაცივარში შედგმის შემდეგ, ცომი ემსგავსება შემოქმედების მასალას: დამყოლი, ელასტიური, დამჯერია. თითქოს, სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მისგან მრავალნაირი ორნამენტი და ხვეული მოამზადოთ. მგონი, დიასახლისების უმრავლესობას სწორედ ეს სურს, არა?

საფუვრიანი ცომი, რომელიც თავის დროს ელოდება, ძალიან მოსახერხებელია. საღამოს მოამზადებ, მაცივარში შედგამ, დილით კი ღვეზელებს აცხობ. გარდა ამისა, იგი უფრო დიდხანს ინახება და მისი გაყინვაც კი შეიძლება, თუ მოგრჩებათ. ოღონდ, აუცილებლად უნდა მოათავსოთ პარკში ან თავდახურულ ჭურჭელში, სუნი რომ არ შეიწოვოს.

ამბობენ, რომ საყინულეში ცომი 1 თვემდე ძლებს. მოკლედ, ერთმა ქალმა ფუნთუშები გამოაცხო, ცომი მორჩა, საყინულეში შედგა და დაავიწყდა. მხოლოდ პროდუქტების გადარჩევისას გაახსენდა. გაოცებულმა გახსნა ცელოფანი და ფუნთუშები ინტერესის გამო გამოაცხო. ამბობს, რომ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. ცომი ამოვიდა და ფუმფულა ფუნთუშები მიიღო.

ცივი ცომის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფქვილი
  • 125 მლ რძე
  • 125 მლ კეფირი
  • 15 გ საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 30 გ შაქარი (100 გ ტკბილი ცომისთვის)
  • 50 გ კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • სოდა დანის წვერით

მომზადება

  1. ჩაყარეთ საფუარი თბილ რძეში, ოდნავ ამოსვლის შემდეგ დაუმატეთ შაქარი, მარილი, კეფირი, კვერცხი და დარბილებული კარაქი. კარგი იქნება, ყველა ინგრედიენტს თუ ოთახის ტემპერატურამდე გაათბობთ.
  2.  ფქვილი აუცილებლად გაცერით და დაუმატეთ სულ ცოტა სოდაც. ახლა მოზილეთ ყველაფერი ერთად. ცომის სპეციალური მიქსერით მოზელა მოსახერხებელი იქნებოდა, თუ არ გაქვთ – ხელით სცადეთ. შემდეგ ცომი მაგიდის ზედაპირზე უნდა დაბეგვოთ, დაახუროთ პირსახოცი და 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე დააყენოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შედგით მაცივარში ორი საათით.
  3.  ახლა გამოაცხეთ, რაც გენებოთ. ჩვენ ფუნთუშის ვარიანტს განვიხილავთ: გააბრტყელეთ ცომი ფირფიტებად, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და მოაყარეთ მოწალული ჩირი. მაგალითად, ქიშმიში და კურაგა. დაჭერით ფირფიტები პირობითად სწორ კვადრატებად, დაახვიეთ რულეტებად, დაასვენეთ 30 წუთით და შედგით ღუმელში 20 წუთით. მანამდე კვერცხის გულისა და რძის ნარევიც წაუსვით.

ცივი ფერმენტაცია ფხვიერ ან ფენოვან ცომზე საუკეთესო გავლენას ახდენს. ზოგიერთი ინგრედიენტი უნდა შესქელდეს, შემდეგ ფორმის მიცემა ხომ არ გაჭირდეს, არ მიიკროს ან მიიწვას. გვითხარით, თქვენ თუ გამოგიყენებიათ ცივი ცომი და როგორი შედეგი მიიღეთ მისგან? ამბობენ, რომ იგი ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება. შეიძლება. მაშინ, რატომ ანიჭებს უპირატესობას დიასახლისების უმეტესობა მაინცდამაინც ამ ცომს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს