სალათა სოიოს სოუსით, პომიდორითა და ზეთისხილით.

245

მსუბუქი, საზაფხულო კერძი, რომელიც რამდენიმე წუთში მზადდება – სალათი სოიოს სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილებით. მიუხედავად მარტივი მომზადებისა, კერძი 100%-ით დაამშვენებს მაგიდას და ყველას მოუნდება მისი გასინჯვა. ამიტომ, გირჩევთ, პროდუქტი წინასწარ მოიმარაგოთ.

ყველაზე რთული სოუსის მომზადებაა. ამისთვის უახლოეს მაღაზიაში უნდა წახვიდეთ და ყველა საჭირო ინგრედიენტი შეიძინოთ. ახლა კი რეცეპტზე გადავიდეთ.

სალათი სოიოს სოუსით

სალათის ინგრედიენტები:

  • 500 გ პომიდორი ჩერი (სხვადასხვა ზომის)
  • 20 ც ზეთისხილი (ფერადი)

სოუსის ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • შავი პილპილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ.კ. რეჰანი
  • მარილი
  • წიწაკა ჩილი

მომზადება

  1. დაიყწეთ სოუსის მომზადებით: ათქვიფეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მიღებულ ნარევს დაუმატეთ თაფლი, სოიოს სოუსი, მარილი და პილპილი. წვრილად დაჭერით ნიორი და შეურიეთ რეჰანი. ახლა ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ. თუ კერძებში ბალანსი გიყვართ, დაუმატეთ 1 ჩ.კ. შაქარიც. ის მარილის გემოს გააზავებს და ჭარბ სიმჟავეს მოაშორებს.
  2. ახლა ბოსტნეულზე გადავიდეთ. გარეცხეთ და გააშრეთ პომიდორი სამზარეულოს ხელსახოცებით. ზეთისხილის კონსერვი საწრეტზე ჩააბრუნეთ, ზედმეტი სითხე რომ გაუვიდეს. აიღეთ პოლიეთილენის პარკი და კბილის ჩხირი. დაჩხვლიტეთ თითოეული პომიდორი რამდენჯერმე. მოათავსეთ დაჩხვლეტილი ბოსტნეული და ზეთისხილები პარკში და ოდნავ დააჭირეთ. ასე გამოყოფილი წვენი პარკში დარჩება, ინგრედიენტებს შეერევა და სამზარეულოს კედლებს არ შეეშხეფება – მოსახერხებელია.
  3. მომზადებულ ჭურჭელში შეურიეთ ბოსტნეული და სოუსი. კოვზის გამოყენებით “მორწყეთ” თითოეული პომიდორი არომატული სოუსით. გაახვიეთ ჭურჭელი საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ თითქმის მზა სალათი 30 წუთით.
  4. ახლა მოათავსეთ იგი ლამაზ სადღესასწაულო თეფშზე. დაჭერით შავი პური, ამოავლეთ იგი სოუსში და გასინჯეთ. სალათი უფრო გემრიელი იქნება! კერძი მზადაა და დარწმუნებული ვართ, რომ მას კიდევ ერთხელ მოამზადებთ.

მოდით, ახლავე გამოგიტყდებით, რომ ეს რეცეპტი ცნობილ კულინარს, ჯეიმი ოლივერს ვესესხეთ. იგი ყველაფერს მადისაღმძვრელად ყვება. თამაც, ინგრედიენტები ხელმისაწვდომია, არაფერი განსაკუთრებული.

თქვენ გაგისინჯავთ ეს სალათი? გაამართლა თქვენი მოლოდინები? რას დაამატებდით ამ რეცეპტში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს