რაზე მიდიან მებოსტნეები ბადრიჯნის შესაშური მოსავლის მისაღებად

1726

ბადრიჯანი-ჩემი სისუტეა! ძალიან მინდა წელსაც  ისეთივე მოსავალი მქონდეს, როგორც შარშან. ადრე ეს ბოსტნეული პრობლემას მიქმნიდა, რადგან ძლიერ ჭირვეულია და სითბოს მოყვარული. მეზობელმა გამიზიარა სხვადასხვა ხრიკი და საიდუმლოებები მათი დათესვისთვის და მოვლისთვის! paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებათ!

ბადრიჯნის მოსავალი

ბადრიჯანი იზრდება როგორც ღია მიწაში, ასევე სათბურში. მიწის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ტემპერატურული რეჟიმი, სინოტივე და განათება. თესლის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ჰიბრიდულ ჯიშებს, ისინი მდგრადია ამინდის ცვლილებისადმი და უზრუნველყოფს უხვ მოსავალს. გირჩევთ თესლი დათესვამდე 2 დღით ადრე დაასველოთ.

ზოგადად ბადრიჯანი თებერვალ-მარტის პერიოდში ითესება, იზრდება ძალიან სწრაფად, მნიშვნელოვანია მათი ზრდის ადგილას იყოს სითბო, იდეალური ტემპერატურა +25-30 გრადუსია. ამისათვის ყუთებს უნდა დააფაროთ პოლიეთილენის სტრეჩი ან აგრობოჭკო. მიწა უხვად უნდა მორწყათ, მაგრამ არა ძალიან ხშირად.

ნერგები დადგით სინათლეში ისე, რომ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას არ განიცდიდეს. საღამოს საათებში ჯობს განათებისთვის  გამოიყენოთ სპეციალური ლამპა. პირველი ფოთლების გამოჩენისთანავე უკვე შეგიძლიათ მათი გადარგვა.

ბადრიჯნის ნერგების ასაკი დაახლოებით 65-70 დღეს შეადგენს, ამ დროს მათი სიმაღლე დაახლოებთ 20-25 სმ უნდა იყოს. ზრდის ტემპის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუქი.

მიწაში ჩარგვა

ბადრიჯანი სითბოს მოყვარულია და ცუდად იტანს ღამის სიცივეს. ამიტომ ღია მიწაში ჩარვგის შემდეგ უნდა გადაჭიმოთ სტრეჩი  თბილი პირობების შესაქმენლად. თუ ნერგს ცივ ნიადაგში ჩარგავთ, მისი ფესვი საკვებ ნივთიერებებს ვეღარ შეითვისებს.ამისთვის მეზობელმა მირჩია ორმოს ფსკერზე თივის ან გამხმარი ბალახის ჩალაგება.

შემდეგ თივა უნდა დატკეპნოთ, დაასხათ მდუღარე წყალი და სასარგებლო ბაქტერიების შემცველი ხსნარი და ამგვარად გაახუროთ მიწა. გამოდგება ბიოპრეპარატი კომპოსტირებისთვის.  ნიადაგში უნდა შეიტანოთ ხის ფერფლი, ბიოჰუმუსი და დოლომიტის ძვლის ფქვილი. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

მიწაში გააკეთეთ ჩაღრმავება, კიდევ ერთხელ ჩაასხით მდუღარე წყალი, რათა ის უფრო გახურდეს და ფესვებისთვის კომფორტული გარემო შეიმნას,მას შემდეგ კი, რაც მიწა წყალს შეიწოვს, უკვე ჩარგეთ ნერგი.

პირველი კვირების განმავლობაში ბადრიჯანი ნელა იზრდება. პროცესის დაჩქარება შეიძლება მიწის გაფხვიერებით, რათა ფესვებს მეტი ჰაერი მიეწოდოს. ჯობს ამ დროს მორწყვა ცოტა ხნით გადადოთ, მცენარეს მოასხურეთ წყლის და შარდოვანას ხსნარი.

ზაფხულის განმავლობაში საჭიროა ნიადაგის მუდმივი გაფხვიერება,რათა ხელი შევუშალოთ მის გასქელებას. მიწა სულ უნდა იყოს ნოტიო, ჯობს მოვრწყათ თბილი წყლით. სეზონის განმავლობაში საკმარისია ნიადაგის სამჯერ სასუქით ან ნაკელით განოყიერება. პირველი გამოკვება რეკომენდირებულია გადარგვიდან 10 დღის შემდეგ, მეორე-პირველი განოყიერებიდან 21 დღის შემდეგ და მესამე-ნაყოფიერების დასაწყისში.

გადარგვიდან 21 დღის შემდეგ საჭიროა გასხვლა, უმჯობესია დღის პირველ ნახევარში.

საჭიროების შემთხვევაში მოაშორეთ სარევალა, პერიოდულად გააფხვიერეთ მიწა, ეს ასტიმულირებს დამატებითი ძირების განვითარებას, რაც ზრდის მოსავლიანობას.

აუცილებლად ყურადრება მიაქციეთ, რომ არ გამოჩნდენ მავნებლები. არ იჯავროთ, მათი დამარცხება შეიძლება ხალხური მეთოდებით!

რჩევა რედაქციისგან

გირჩევთ დათესოთ ბადრიჯანი რეჰანთან, ბარდასთან, ლობიოსთან, კარტოფილთან და ისპანახთან ერთად. მაგალითად, ლობიოს წყალობით მოიშორებთ კოლორადოს ხოჭოს, რომელსაც ძალიან უყვარს როგორც ბადრიჯანი, ასევე კარტოფილი. პომიდორთან, კიტრთან და კვახთან მეზობლობას ჯობს მოერიდოთ!

თქვენ როგორი მოსავალი გქონდათ შარშან? წელს რომელი ჯიშის ბადრიჯნის მოყვანას აპირებთ ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს