რესტორნის პოვარმა მაჩვენა, როგორ ამარინადებს ხახვს მწვადისთვის.

0
1333

გზისპირა სამწვადეებში მწვადის უცვლელი დანამატია სპეციალურად მომზადებული ხახვი. ერთი შეხედვით, მისი მომზადება მარტივია, თუმცა მათაც აქვთ თავისი საიდუმლო. ამ სტატიაში გაგიზიარებთ ხახვის მარინადის რეცეპტს. ის სუფრიდან უფრო მალე გაქრება, ვიდრე ხორცი.

ხახვის მარინადი მწვადისთვის

ინგრედიენტები:

  • ორი თავი ხახვი
  • ქინძის ან კამის კონა
  • 1 ს.კ შაქარი (20გ)
  • 1 ს.კ მარილი (20გ)
  • 3 ს.კ 9%-იანი ძმარი
  • 0,5 ს.კ დაფქვილი წიწაკა
  • 200მლ ცივი გადმოდუღებული წყალი

მომზადების წესი:

  1. ხახვი არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი.
  2. გაასუფთავეთ ის და დაჭერით ნახევარ რგოლებად. რაც უფრო წვრილად-მით უფრო გემრიელი იქნება. ხახვი ხომ ჩვენი კერძის ბაზაა.
  3. წვრილად დაჭერით კამა, შეგიძლიათ ღეროებიც გაურიოთ, ისინი მეტ სურნელს შესძენს ხახვს.
  4. დაუმატეთ ხახვს კამა და წიწაკა,კარგად გადაურიეთ.
  5. ჭიქაში ჩაასხით ცივი გადმოდუღებული წყალი,დაუმატეთ ძმარი,მარილი,შაქარი. მოურიეთ შაქარის ნაწილაკების გადნობამდე.
  6. ბოლომდე დაფარეთ ხახვი მარინადით.
  7. თასს დააფარეთ თავსახური,კარგად აანჯღრიეთ,რათა ხახვმა წვენი გამოყოს. მაცივარში შედგით 20-30 წუთით,უფრო დიდი ხნითანც შეგიძლიათ,მაგრამ მაგ შემთხვევაში მარინადი შედარებით მჟავე იქნება.
  8. დროის გასვლის შემდეგ გადაღვარეთ სითხე.
  9. დამარინადებული ხახვი მიირთვით მწვადთან ერთად. მისი შენახვა შეგიძლიათ ქილაში,რომელსაც მჭიდროთ მოარგეთ თავსახური.
  10. გემრიელად მიირთვით!

ჩვენი რეცეპტით დამარინადებული ხახვი გაგაოცებთ წვნიანი გემოთი, მწვანილის არომატით და მომზადების სიმარტივით. იდეალურად მოუხდება როგორც მწვადს, ასევე სხვადასხვა სალათს. თუ გსურთ ხახვმა თავისი სიმწარე დაკარგოს, შეგიძლიათ დაასხათ მდუღარე წყალი,10 წუთით მოათვსოთ მიკროტალღურ ღუმელში და ცივი წყალი გაავლოთ.