ნახევარ საათში ტკბილეულის გორა დადგება – ზეფირი ჟელატინით, გამოცდილი რეცეპტი

0
723

ბევრმა არ იცის, რომ ვანილის ზეფირის გაკეთება სულაც არ არის რთული. გასწავლით ადვილ ვარიანტს ჟელატინით, აგარ-აგარის გარეშე. კეთდება ნახევარ საათში, არ ჭირდება ხილის პიურე და ხანგრძლივი დრო. ყველაფერი გამოდის სწრაფად და ადვილად. გემო კი მაღაზიის ზეფირზე უკეთესი აქვს.

ვანილის ზეფირი ჟელატინით

ინგრედიენტები:

  • 220 გ. შაქარი
  • 280 მლ წყალი
  • 20 გ. ლიმნის წვენი
  • 10 გ. ჟელატინი
  • ცხიმი წასასმელად

მომზადების წესი:

  1. ჩაყარეთ ჟელატინი 60 მლ. წყალში, დაელოდეთ გაფუებას და კარგად გაადნეთ. მოამზადეთ საცხობი ფორმა – დაასველეთ წყლით, დააფინეთ სამზარეულოს პარკი და წაუსვით ცხიმი.
  2. განიერ ძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ 220 მლ. წყალი და ლიმნის წვენი. დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
  3. ცხელი წყლის აბაზანაზე დადგით ჟელატინი და კარგად გაადნეთ, გადმოდგით და წვრილი ნაკადით ჩაასხით სიროფში, პარალელურად ურიეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე.შემდეგ მაღალი სიჩქარით თქვიფეთ, სანამ მკვრივ, ჰაეროვან მასას არ მიიღებთ.
  4. შეაგრილეთ მასა ცოტა ხანი და ჩასვით საკონდიტრო პარკში. პარკი უმჯობესია, იყოს დიდი ზომის, 40-45 სმ, რომ მთლიანი მასა ერთად ჩაეტიოს და ადვილად დასვათ ფორმები.
  5. დატოვეთ ზეფირი გასაშრობად მინიმუმ 2 საათი, მაგრამ უმჯობესია, მეტი. ღამით შედეთ მაცივარში. კარგად გამშრალი ზეფირს ფრთხილად მოაშორეთ ცელოფანი და სურვილის შემთხვევაში, მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ინახება ზეფირი ოთახის ტემპერატურაზე, ქაღალდის ყუთში, ერთი კვირის მანძილზე. თუ გინდათ ფერადი გამოვიდეს თქვენი ტკბილეული, შეურიეთ თქვეფის დროს სასურველი ფერი.

ამ რეცეპტით ზეფირი გამოდის საშუალო კონსტიტენციის – არც მარშმელოუს მსგავსად ელასტიური და არც აგარ-აგარიანი და ხილის ზეფირივით რბილი. რაც მთავარია, მზადდება მარტივად და სწრაფად – 30 წუთი ჭირდება მომზადებას და 2 საათი სტაბილიზაციას.

გემრიელი, ნაზი ზეფირი მზად არის, უცებ დადგა ტკბილეულის მთა! ცადეთ და სამუდამოდ უარს იტყვით მაღაზიის ზეფირზე, დაზოგავთ ფულს და გაიუმჯობესებთ განწყობას.

გემრიელად მიირთვით!