ვცდილობ აღვიდგინო დარღვეული კოორდინაციის უნარი ჩინელი მეგობრის მეთვალყურეობის ქვეშ, ცალ ფეხზე დგომით და დახუჭული თვალებით

0
298

ძლიერი ფეხები – ჯანმრთელობის საწინდარია. ის სახლის საძირკველივითაა და მისი ფორმაში ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ტყუილად არ ამბობენ ჩინელები – ადამიანის დაბერება ფეხებიდან იწყებაო. არასწორი სიარულის მანერა, მოდუნებული კუნთები ასაკთან ერთად უფრო აღრმავებს პრობლემას. დღეს “paparazzi.ge” მოგიყვებათ როგორ შეიძლება გავიუმჯობესოთ სიცოცხლის ხარისხი ცალ ფეხზე დგომით.

ცალ ფეხზე დგომა

“ოქროს მამლის პოზა” – ასე უწოდებენ ამ ვარჯიშს. ის ავარჯიშებს ფეხის კუნთებს. იმის გამო, რომ ადამიანი სიარულის დროს არასწორად ანაწილებს ტერფებზე დატვირთვას, ხერხემლის და ფეხების პრობლემა უკვე ადრეულ ასაკში ჩნდება. მდგომარეობას ართულებს მჯდომარე ცხოვრების სტილი. ტერფებზე არის უამრავი წერტილი, რომელიც დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან. ამიტომ “ოქროს მამლის პოზა” ჩართულია სხვადასხვა გამოსაჯანმრთელებელ სისტემასა და ორგანიზმის გაკაჟებაში.

შესრულების ტექნიკა

მამლის პოზაში დადგომა უმჯობესია გააკეთოთ დილით, მსუბუქი საუზმის შემდეგ, რათა საბოლოოდ გამოაფხიზლოთ თქვენი ორგანიზმი. თუ თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრამვა, თავი შეიკავეთ. ვარჯიში სრულდება იატაკზე ფეხშიშველ მდგომარეობაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიტნესის ხალიჩა.

  1. დადექით გამართულად. მოხარეთ ერთი ფეხი, წონასწორობის დასაცავად გაშალეთ განზე ხელები. მსუბუქად მოხარეთ საყრდენი ფეხი მუხლთან.
  2. პროფესიონალები ამ პოზაში დახუჭული თვალებით დგანან. ის გავრცელებული მდგომარეობაა მედიტაციისთვის. მაგრამ ახალბედები ნუ გარისკავთ და გახელილი თვალებით დაიწყეთ. რომ არ წაიქცეთ, შეიძლება დაგჭირდეთ ხელით რამეზე დაყრდნობაც.
  3.  დგომის ვარიაციები სხვადასხვაა. თუ არ გამოგდით ფეხის ბოლომდე აკეცვა, არაუშავს. აწიეთ იქამდე, სანამდეც შეძლებთ.
  4. ამ პოზაში გაჩერდით მაქსიმალურად დიდხანს, ერთ წუთამდე მაინც, ან სანამდეც შეძლებთ. ეცადეთ დრო ყოველდღე რამდენიმე წამით გაზარდოთ.
  5. ისუნთქეთ მშვიდად, რაც უფრო ნელა ისუნთქებთ, უფრო გაგიადვილდებათ წონასწორობის შენარჩუნება.
  6. დგომის წინ და შემდეგ აუცილებელია გაივარჯიშოთ, რომ კუნთები არ დაიჭიმოს.

რატომ დგანან ცალ ფეხზე

პირველ რიგში, არ ჭირდება დამატებითი ინვენტარი, შესაძლებელია სახლში, სამსახურში, სეირნობის დროს ვარჯიში. ის ეხმარება სხეულის ფლობაში, უარყოფითი აზრებისგან განთავისუფლებასა და საკუთარ თავზე ორიენტაციაში. ეხმარება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების მოგვარებაში, ავარჯიშებს ვესტიბულარულ აპარატს. შველის შაკიკს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ფსიქიკურ მდგომარეობას.

ორგანიზმის გასაჯანსაღებლად სისტემატიურად აკეთეთ ეს ვარჯიში. თუნდაც ერთი წუთი ყოველ დილას. ასევე, არ დაგავიწყდეთ მედიტაცია კეთდება მხოლოდ და მხოლოდ დახუჭული თვალებით. ნუ იჩქარებთ, ჯერ შეეჩვიეთ მყარად დგომას და მერე გადადით მედიტაციაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!