ამ ჰაეროვან ცომს ზემოდან ვასხამ სხვადასხვა ხილს, გამოდის კლაფუტი – უგემრიელესი ფრანგული ნამცხვარი

467

ზაფხული – ყველაზე გემრიელი წელიწადის დროა, შეგიძლია დატკბე არომატული ხილით და კენკრით, ცოტა ხნით მაინც დაივიწყო ტორტები და ნამცხვრები, მაგრამ ხანდახან მაინც გინდება მსუბუქი დესერტით პირის ჩატკბარუნება. “paparazzi.ge” გასწავლით უგემრიელეს ხილის დესერტს, რომელიც თქვენს კილოგრამებზე ცუდად არ აისახება.

ხილის დესერტი 

ის გემრიელი დესერტი, რომელსაც დღეს გასწავლით, არის “კლაფუტი”. ეს არის ხილის ფრანგული ნამცხვარი, რომელსაც ტრადიციულად ამზადებენ ალუბლით. ხილს აწყობენ საცხობ ფორმაში, ასხამენ ცომს და გამოდის რაღაც შუა პეროგსა და ორცხობილას შორის. კლაფუტი შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა ხილით ან კენკრით. ჩვენ მოგიმზადეთ ამ დესერტის რამდენიმე ვარიანტი.

კლაფუტი ალუბლით

ტრადიციულ რეცეპტში ალუბალს კურკით დებენ, მაგრამ ჩვენ უკურკოდ ვცადოთ გაკეთება. გამოდგება გაყინული ან ცოცხალი ალუბალი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ. ალუბალი
  • 4 კვერცხი
  • 150 გრ. შაქარი
  • 130 გრ. ფქვილი
  • 300 მლ. რძე
  • 20 გრ. კარაქი
  • 2 ს/კ შაქარი

მომზადების წესი

  1. გამოაცალეთ ალუბალს კურკები, თუ გაყინულია, წინასწარ გაალღვეთ
  2. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  3. მცირე პორციებით დაამატეთ ფქვილი და განაგრძეთ თქვეფა, დაამატეთ რზე.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ შაქარი. ჩააწყვეთ ალუბალი და მოაყარეთ ზემოდანაც შაქარი.
  5. მოასხით ხილს ზემოდან მომზადებული ცომის მასა.
  6. შედგით ღუმელში 210 გრადუსზე და აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი.
  7. სუფრაზე მიტანამდე კლაფუტი ჯობია გააცივოთ და მოაყაროთ შაქრის პუდრა.

კლაფუტი მარწყვით

ინგრედიენტები

  • 600 გრ. მარწყვი
  • 3 კვერცხი
  • 130 გრ. ფქვილი
  • 330 მლ, რძე
  • 50 გრ. კარაქი
  • 90 გრ. შაქარი
  •  ვანილი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ მარწყვი, მოაცილეთ ყუნწები და გაჭერით შუაზე.
  2. აურიეთ კარგად კვერცხი და 45 გრ. შაქარი
  3. რძეს დაუმატეთ  45 გრ. შაქარი, ვანილი და ურიეთ.
  4. დადგით რძე გაზზე და გაცხელეთ, ადუღება არ ჭირდება.
  5. ცხელი რძე ნელ-ნელა ჩაასხით მიღებულ მასაში, თან სწრაფად ურიეთ. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი, ბლინისმაგვარი ცომი.
  6. ცომში დაუმატეთ 50 მლ. მცენარეული ზეთი ან კარაქი.
  7. ზეთწასმულ ფორმაზე დააწყვეთ მარწყვები და დაასხით ცომი
  8. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 45 წუთი
  9. მიტანამდე გააცივეთ და ისე მიირთვით.

ხილის დესერტი მოცვით

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა მოცვი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 7 ს/კ ფქვილი
  • 200 მლ. რძე
  • 50 გრ. კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. ჯამში ათქვიფეთ სამი კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ მიქსერით 3 წუთი. მასა უნდა გაორმაგდეს.
  2. დაასხით რძე და ურიეთ კიდევ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი.
  3. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მასას. ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, ურიეთ ცომს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. საცხობი ფორმის ძირზე დაყარეთ შაქარი. მოაწყვეთ მოცვი და მოასწორეთ.
  5. დაასხით კენკრაც ცომი და შედგით ღუმელში. აცხვეთ 10 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი.
  6. გააგრილეთ და ისე მიირთვით.

კლაფუტი სხვადასხვა შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, ატმით, გარგარით, ვაშლით, მსხლით, მოცხარით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ამ ნამცხვრის ცომი ელასტიური გამოდის და ეს ასეც უნდა იყოს. კლაფუტი არ არის ძალიან ტკბილი დესერტი. ამიტომ ის იდეალურია საუზმედ ან ჩაიზე მისაყოლებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს