ვამზადებ ჩია-პუდინგს და მთელი კვირა აღარ ვჯავრობ, თუ რა ვაჭამო დილაობით ოჯახის წევრებს

428

ადრე ვერ ვხვდებოდი,თუ რატომ მოსწონს ადამიანების დიდ ნაწილს ჩია-პუდინგი.როცა ეს დესერტი პირვალად მოვამზადე,ერთ პორციას ძლივს გავუმკლავდი.

ყველა დიასახლისმა როდის იცის ჩიას მარცვლების სარგებლიანობის შესახებ და როგორ შეიძლება გამოიყენონ ის კულინარიაში. ამ სტატიაში გაგიმხელთ ყველა საიდუმლოს და გაგიზიარებთ გამოცდილ რეცეპტს!

ჩიას მარცვლებისგან მომზადებული რეცეპტი:სასარგებლო თვისებები

თავის დროზე ჩიას მარცვლებს სუპერფუდი უწოდეს და მის შესახებ ყველგან ლაპარაკობდნენ. თუმცა ადეკვატური კვება აგებულია ფაქტებზე და არა მარკეტინგზე. ერთ დროს მეგონა,რომ მას შეეძლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება მოეწესრიგებინა,თუმცა მსგავსი ეფექტის მიღწევა მხოლოდ პროდუქტების სწორ კომპლექსს შეუძლია. ჩია ცილის და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა. მარცვლების 100გ შეიცავს 16გ ცილას და მაგნიუმის დღიური ნომრის 125%-ს,თუმცა მას ამ დოზით ცოტანი მიირთმევენ.

ომეგა-3-ის საკითხი საკამათოა. მარცვლები შეიცავს მხოლოდ ალფა ლიპოლის მჟავას.ორგანიზმს ყველა შესაძლო ბონუსს აძლევს სხვა ცხიმოვანი მჟავები: ეიკოზაპენტანის  და დოკოზაგექსაენის მჟავები.სრულად მათი მიღება შეიძლება ცხოველური პროდუქტებიგან(თევზისგან).

შეუძლებელია მხოლოდ ერთი პროდუქტის ხარჯზე მყისიერად იმუნიტეტის გაუმჯობესება, ქოლესტერინის და შაქრის დონის სტაბილიზირება.

ასე თუ ისე, ჩიას მარცვლები ერთმნიშვნელვნად შედის სასარგებლო პროდუქტების სიაში. ერთი პორციისთვის საკმარისია 20-25გ,საიდანაც 7გ უჯრედისია,8გ სასარგებლო ცხიმები,მაგნიუმის დღიური ნორმის 25%, თუთიის,ფოსფორის და B6 ვიტამინის დღიური ნორმის 20%.

როგორ მოვამზადოთ ჩია-პუდინგი ? 

ინგრედიენტები:

  • 25გ ჩიას მარცვლები
  • 50გ ქოქოსის ცხიმიანი რძე
  • 100გ მცენარეული რძე
  • დამატკბობელი ან შაქარი
  • 1ც კივი
  • 20გ ნუში

1.შეარჩიეთ პუდინგისთვის შესაფერისი ჭურჭელი,მთავარია მას ეხურებოდეს თავზე. საჭირო რაოდენობის ჩიას მარცვლები ჩაყარეთ თასში,დაუმატეთ შაქარი ან დამატკბობელი.

2.შემდეგ ჭურჭელში ჩაასხით ქოქოსის რძე და მოურიეთ,დაუმატეთ მცენარეული რძე.

3.ისევ მოურიეთ და ჭურჭელს დაახურეთ თავსახური. დესერტი შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში,იდეალისთვის საჭიროა მთელი ღამე.

4.მზა დესერტი  მიირთვით საუზმეზე კივისთან და ნუშნათ ერთად.შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის ან კენკრის სხვა კომბინაციებიც.

რჩევა რედაქციისგან

რატომ მაინცდამაინც კივი? ის დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს,ის კი ეხმარება მარცვლების შემცველ რკინას უკეთ ათვისებაში. ასევე,ეს საოცრად გემრიელი კომბინაციაა!

ალბათ,გსმენიათ “სელის” კვერცხის შესახებ,რომლითაც ანაცვლებენ ქათმის კვერცხს კერძებში. ამისთვის ჩიაც გამოდგება. საკმარისია დაამტვრიოთ მარცვლების 15გ და დაუმატოთ 4ს.კ წყალი. მასა უნდა გაღვივდეს და შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ ცომში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს