დიეტოლოგებმა დაასახელეს ალუბლის 7 უჩვეულო თვისება

120

სამანტა კასეტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, და კერი გასნმა, დიეტოლოგმა, Women’s Health–თან საუბარში ალუბლის 7 მოულოდნელი თვისების შესახებ ისაუბრეს.პირველ რიგში, C ვიტამინის და სხვა ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, კენკრა ნაოჭების გაჩენას აფერხებს. ასევე ალუბალი ანტისიმსივნური მოქმედების პოლიფენოლების შემცველობით ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ალუბალი თავისთავად კიბოს განვითარების რისკს არ აქრობს, მაგრამ რეგულარული მოხმარებისას ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად დაავადების ალბათობას ამცირებს.გარდა ამისა, დამცავი პოლიფენოლების ნაერთების შემცველობით ალუბალი არტერიულ წნევას ამცირებს. „ეს ნაერთები აზოტის ოქსიდის წარმოებას ზრდიან და სისხლძარღვების უჯრედების ფუნქციებს აუმჯობესებენ“ – ამბობს კასეტი.

ალუბალი შეიცავს ანტოციანებს, რომელიც კენკრას მუქ წითელ ფერს ანიჭებს. მისი დახმარებით კოგნიტური უნარების შემცირება ნელდება. კენკრა ტვინის და მეხსიერების მუშაობას აუმჯობესებს, ალცჰაიმერის დაავადების და სხვა სახის დემენციის განვითარების რისკს ამცირებს.

ალუბალში არსებულ ანტიოქსიდანტებს გულის დაავადების განვითარების რისკის შემცირება შეუძლია. ის სისხლძარღვებს ფირფიტების წარმოქმნისგან იცავს.

გარდა ამისა, კენკრა მე–2 ტიპის დიაბეტთან ბრძოლას ხელს უწყობს. ალუბალში შემავალი პოლიფენოლები ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ზრდიან.

ალუბალში შემავალი მელატონინის ჰორმონი დაძინებას ხელს უწყობს. ადამიანები, რომელთაც უძილობა აწუხებთ, ჟანგვითი სტრესის უფრო მაღალი დონე აქვთ. კასეტი აღნიშნავს, რომ კენკრაში შემავალი ანტიოქსიდანტები ამ ზემოქმედებას ეწინააღმდეგებიან და ძილს აწესრიგებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს