როგორ მოვხარშოთ კარტოფილი ისე, რომ თითები მაჯებამდე ჩავიკვნიტოთ

0
5060

კარტოფილის მოხარშვა,ალბათ, ყველამ დაბადებიდან იცის. ის თითქოს ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია.

მოხარშული კარტოფილი

ამ უმარტივესი კერძის მოსამზადებლად,პირველ რიგში,კარგად გარეცხეთ კარტოფილი.მოხარშვამდე წრიულად ჩაჭერით,რათა შემდეგ კანის გაცლა გაგიმარტივდეთ.ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კამის ღერო და ნივრის კბილი,შემდეგ კი-კარტოფილი,შეგიძლიათ დაამატოთ დაფნის ფოთოლიც.როცა ხარშვისას კარტოფილი იშლება,ის დამატებითი გემოების შეწოვის უნარს იძენს,მას შეგიძლიათ მოასხათ ხორცის ან ძეხვის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი.კარტოფილის კარგად მოხარშვა არაა საკმარისი,საჭიროა იმის ცოდნა,თუ რასთან შეიძლება მისი მირთმევა. მის იდეალურად მოსამზადებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

1.კარტოფილი საკმარისად უნდა შეიცავდეს სახამებელს,რათა ხარშვისას ცოტათი ჩაიშალოს.

2.გირჩევთ ხარშვისას დაუმატოთ 1 ს.კ მარილი,უმჯობესიას საშუალო ზომის კარტოფილი შეარჩიოთ.

3.მოსამზადებლად საშუალოდ დაგჭირდებათ 20-30 წუთი. შეგიძლიათ გასინჯოთ თხელი დანით ან კბილის ჩხირით.

რედაქციისგან – მოხარშული კარტოფილი ვიღაცას ზედმეტად არქაულად მოეჩვენება,ის შეგიძლიათ მიირთვათ გარნირად ხახვში შემწვარ ქაშაყთან ერთად. აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში კარტოფილის მოხარშვის თქვენეული ვარიანტი და ნიუანსები.