რაზე მიუთითებს სიუხეშე და სხვადასხვა ხაზები კვერცხის ნაჭუჭზე

173

პროდუქტების მაღაზიაში რთული საპოვნელია საკვები კარგი და ხარისხიანი შემადგენლობით. ამიტომ მივეჩვიე ეტიკეტზე ინგრედიენტების დეტალურად შესწავლას. არ არის გასაკვირი და იმავე დროს საწყენია, რომ შემადგენლობის უმეტესობა რთული წასაკითხია, გაგება კიდევ უფრო რთული. მწარმოებლები ვალდებულნი არიან მიუთითონ ინგრედიენტები.იმისათვის, რომ არ დააფრთხონ მომხმარებელი, ისინი მარკეტინგულ ხრიკებს იყენებენ და ოსტატურად ფუთავენ მავნე ნივთიერებებს გაუგებარი სიტყვებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ: პროდუქტი არის დაბალკალორიული, სასარგებლო და საერთოდ, რად უნდა ამდენი კითხვა, ჩადე კალათში!

კვების პროდუქტების მწარმოებლები – ჩემთვის ძალიან საინტერესოა ყველაფრის გარკვევა. თითოეული ადამიანი უნდა ზრუნავდეს საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობაზე, ცდილობდეს შეიძინოს ის პროდუქტი, რომელშიც ბევრი სასარგებლო და ნატურალური ინგრედიენტია. რეალურად კი უხარისხო და არაჯანსაღი პროდუქტების მწარმოებლები ამის გამო თავის საქმიანობას არ შეაჩერებენ და იმისათვის, რომ არ გაკოტრდნენ, იყენებენ სხვადასხვა ხრიკებს მომხმარებლის მოსაზიდად.

კრეკერები – რა ავირჩიოთ: კრეკერი თუ ორცხობილა? პასუხი მარტივია, თუ გსურთ ფორმაში ყოფნა ან უბრალოდ გინდათ ორცხობილა – იღებთ ორცხობილას. დავუბრუნდეთ კრეკერებს. მას არეკლამებენ ცნობილი მოდელები და გვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი პროდუქტი. სულაც არა! კრეკერების შემადგენლობაში შედის ცხიმი და არომატიზატორები. კრეკერების ცომი მზადდება დროჟზე, აბრტყელებენ და კეცავენ რამდენიმე ფენად, რომ უფრო ჰაეროვანი იყოს. თითოეულ ფენაში კი უსმევენ ცხიმს.

შაქარი შემადგენლობაში – არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჭირდებათ რაციონში შაქრის მკაცრი კონტროლი. ისინი ყურადღებით კითხულობენ პროდუქტის შემადგენლობას და თუ შაქარს ვერ იპოვიან, კალათში აგდებენ. კარგად დაიმახსოვრეთ: სიმინდის სიროფი, ყავისფერი შაქარი და დექსროზა შეიცავს თეთრ შაქარზე მეტ ფრუქტოზას და ეს უკვე შაქარია! როდესაც ეს ინგრედიენტები ბევრია, მწარმოებლები იყენებენ გაუგებარ სიტყვებს, რომელიც შეფარვით აღნიშნავს შაქარს.

რძის პროდუქტები – სამწუხაროდ, რძის პროდუქტების თაროზე განლაგებული საკვები, უმეტესად არ არის ნატურალური რძის და ყველისგან მომზადებული. იმისათვის, რომ საქმე გაიადვილონ, მწარმოებლები პროდუქტის ნაწილს ანაცვლებენ ცილოვანი ან რძის შრატის კონცენტრატით. ასეთ პროდუქტს არ შეიძლება ეწოდოს ყველი. თუ გსურთ ნაყინის ყიდვა, დარწმუნდით, რომ ეტიკეტზე აწერია მინიმუმ 10% რძის ცხიმი. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება ნაყინი, ეს იქნება გაყინული დესერტი, რომელიც შეიცავს უამრავ ზედმეტ დანამატს და უსარგებლო ცხიმებს.

ხორცი – არასოდეს ენდოთ წარწერებს ეტიკეტზე, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ხორცში არ არის ნიტრატები. სინამდვილეში ხორცეულის უმეტესობა შეიცავს ფხვნილს, რომელშიც მაღალი შემცველობაა ნატურალური ნიტრატების.

კვერცხი – არასოდეს იყიდოთ ჭუჭყიანი და შელახული კვერცხები. დააკვირდით ნაჭუჭს: თუ ის არ არის გლუვი, აქვს ხორკლიანი კერები, ნიშნავს, რომ ფაბრიკაში ქათმებს ცუდად კვებავენ. ყურადღება მიაქციეთ კვერცხის ფერს. თუ ის არც ყავისფერია და არც თეთრი, მოერიდეთ ყიდვას.

 პროდუქტები მთელი მარცვლით – ჯანსაღი კვების მიმდევრებში ყველაზე პოპულარული მთელმარცვლიანი პროდუქტები თურმე დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს. მარცვლის გადამუშავების დროს იკარგება დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები. ამის დასამალად მწარმოებლები გვაბნევენ შემადგენლობის გრძელი სიით, რომ, თითქოს შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს.

როგორც ხედავთ. ბიზნესი ბიზნესია და თუ თავად არ იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არავის ანაღვლებს ის. ამიტომ შეარჩიეთ პროდუქტები მარტივი შემადგენლობით, ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, არ წამოეგოთ მარკეტინგულ ხრიკებს. მაქსიმალურად ეცადეთ მიირთვათ სახლში მომზადებული საკვები, მაშინ ზუსტად გეცოდინებათ რას ჭამთ. იყავით ჯანმრთელად და გაგვიზიარეთ თქვენი წესები პროდუქტის ყიდვის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს