ამ სალათის მომზადება ზამთრის პერიოდში ცოტა მოსაბეზრებელია,რადგან ის ხშირად ამშვენებს სუფრას. საზაფხულო ვინეგრეტი განსხვავებული კერძია,მას ორი გამორჩეული თვისება აქვს,პირველ რიგში შეუძლია კარგად დაანაყროს ადამიანი და ასევე სასიცოცხლო ენერგიებით აავსოს!
საზაფხულო ვინეგრეტი
ინგრედიენტები: 3ც მზა წითელი ჭარხალი, 2-3ც მოხარშული კარტოფილი, 1ც მოხარშული სტაფილო, 1 ქილა დაკონსერვებული ლობიო, ხახვის მეოთხედი ნაწილი, 2-3ც ცოცხალი კიტრი, 1კონა მჟაუნა, 1ს.კ მზესუმზირის ზეთი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: კანონიკური რეცეპტის მიხედვით ჭარხალს და სტაფილოს ჩვეულებრივ არ ხარშავენ,მათ აცხობენ ღუმელში.შეგიძლიათ მომზადების ის ვარიანტი აირჩიოთ,რომელიც უფრო მოგწონთ.
1.ჭარხალი დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ ჭურჭელში,დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი და მოურიეთ,შემდეგ დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთით.
2.ამასობაში კარტოფილიც და სტაფილოც კუბიკებად დაჭერით.გახსენით ლობიოს ქილა,გადაღვარეთ სითხე და გარეცხეთ.ეს იმისათვისაა საჭირო,რომ სალათში ლობიოს სიროფის გემო ნაკლებად იგრძნობოდეს.
3.ხახვის მეოთხედი ნაწილი წვრილად დაჭერით,თუმცა მანამდე შეგიძლიათ მცირე დროით დაამარინადოთ,რათა სიმწარე შეუმცირდეს.
4.ყველა ინგრედიენტი ჭარხლიან ჭურჭელში მოათავსეთ და მსუბუქად გადაურიეთ.
5.ახლა კუბიკებად დაჭერით ცოცხალი კიტრი.ის წვენს ძალიან სწრაფად უშვებს,ამიტომ სალათში სჯობს ბოლოს დაამატოთ.შემდეგ დააქუცმაცეთ მჟაუნა,ღეროები გადაყარეთ.
6.ბოლოს კარგად მოურიეთ,დაუმატეთ მწიკვი მარილი და წიწაკა.ესეც ასე,სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
რედაქციისგან – თუ მჟაუნას დამატებაში ეჭვი გეპარებათ,შეგიძლიათ აღარ გამოიყენოთ ან შეცვალოთ ზღვის კომბოსტოთი.ბევრს მსუბუქი სიმჟავე ძალიან მოსწონს! ამ სალათის გაკეთილშობილება ძალიან მარტივად შეგიძლიათ,მზესუმზირის ზეთი ზეითუნით შეცვალეთ,ლობიო კი-ფეტას ყველით.ერთადერთი,რისი გადაწყვეტაც დაგრჩებათ,ეს ხახვის საკითხია!