4 ვარჯიში სტრესის მოსახსნელად ფრანკლინის მეთოდით

0
262

თანამედროვე ცხოვრება თავის ქაოსურ ტემპში გვითრევს. ამის გამო ადამიანი მუდმივად სტრესს განიცდის, რომელიც მის ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად ისახება. დაძაბულობის მოხსნა შესაძლებელია და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია კისრის და მხრების მოდუნება. ამისათვის უნდა ისწავლოთ სტრესის მოსახსნელი ოთხი ვარჯიში ფრანკლინის მეთოდით.ერიკ ფრანკლინი – შვეიცარელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი და მწერალი. თავისი ნოვატორული მეთოდი, რომელიც მოიცავდა შემოქმედებით ვიზუალიზაციას, ანატომიას, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას და გასავითარებელ უნარებს, მან შექმნა 1994 წელს. რაში მდგომარეობს ამ მეთოდის არსი დღეს ამაზე პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ.

იდეოკინეზისი – ფრანკლინის მეთოდის ძირითადი არსი – იდეოკინეზისი – ეს არის მოქმედებების ვიზუალიზაცია ნერვული სისტემის გავარჯიშების მიზნით, რათა მოხდეს ნერვულ-კუნთოვანი კავშირი. ამ მეთოდის საფუძველი გახდა მეიბლ ელსვორტ ტოდის იდეები, რომელიც გამოქვეყნდა 1937 წელს წიგნში “მოაზროვნე სხეული”უბედური შემთხვევის შედეგად მეიბლ ელსვორტ ტოდიმ დაკარგა მგრძნობელობა ფეხებში. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ის ვერასდროს შეძლებდა სიარულს. დასაკარგი არაფერი იყო და ამიტომ ტოდიმ დაიწყო ვარჯიში საკუთარი წარმოსახვით. შედეგად მოხდა სასწაული და გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ ის ბევრ ადამიანს დაეხმარა უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლაში.ფრანკლინმა დახვეწა ტოდის იდეები თავის ინსტიტუტში. ამასთან ერთად, დაამუშავა სტრესის მოსახსნელი იდეები.

სტრესის მოსახსნელი ვარჯიშები

წარმოსახვითი ჩანჩქერი – წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ჩანჩქერის ქვეშ. იგრძენით როგორ ესხმება წყალი თქვენს სხეულს, მოისმინეთ წყლის ჩხრიალი და შეიგრძენით მისი არომატი. წარმოიდგინეთ, რომ ყველა დაგროვილი დაძაბულობა თანდათან ირეცხება.

მხრების მოდუნება – დაძაბულობას აქვს მხრის სარტყელზე და კისრის არეში დაგროვების ტენდენცია. იმისათვის, რომ მოადუნოთ მხრები, ასწიეთ მაღლა და შემდეგ დაუშვით ქვემოთ. წარმოიდგინეთ, რომ ისინი სრიალებენ.ისევ აწიეთ მხრები მაღლა და დაჭიმეთ კუნთები. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ კუნთები ეშვებიან ქვემოთ თავის და მხრების გარეშე.გაიმეორეთ მოძრაობა რამდენჯერმე, ღრმად ამოისუნთქეთ მხრების ჩამოშვების დროს და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პრობლემები და შფოთვა  სადღაც შორს მიდის.ბოლოჯერ აწიეთ მხრები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვით დაუშვით დაბლა. იგრძენით, როგორ თავისუფლდება თქვენი თავი უსარგებლო ფიქრებისგან.

ხელის მსუბუქად დარტყმა- ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ უთათუნებენ ხელს ადამიანს მხარზე ყველაზე რთულ წუთებში. ფრანკლინი გვირჩევს ამ ჟესტის გამოყენებას, რათა მოვიხსნათ დაძაბულობა. კონცენტრირება მოახდინეთ დაძაბულობის ადგილას და მსუბუქად მიირტყით ხელი.

ხელების და ფეხების დაქნევა – გენიალური და მარტივი: კუნთების მოსადუნებლად დაიქნიეთ ხელები და ფეხები. ეს მეთოდი გვეხმარება აღვადგინოთ შემაერთებელი ქსოვილების ელასტიურობა, გავავარჯიშოთ სახსრები და ავაჩქაროთ ლიმფის მოძრაობა.ასწიეთ ინ მარჯვენა ხელი, თვალის სიმაღლეზე. შეარხიეთ, თითქოს კუნთები ძვლის გარშემო მოძრაობს. კონცენტრირება მოახდინეთ ნერვულ დაბოლოებებზე. წარმოიდგინეთ, რომ ისინიც ირხევიან და დაიფერთხეთ როგორც მტვრიანი ბალიში.გაიმეორეთ იგივე მარცხენა ხელით. მანამდე კი დააკვირდით სხეულის ორივე მხარეზე შეგრძნებას. შეამჩნევთ, რომ მარჯვენა მხარის “დაფერთხვამ” სასიამოვნო შეგრძნებით აგავსოთ.ზუსტად ასევე შეარხიეთ ფეხები დამჯდარ მდგომარეობაში. ორივე ხელით დაეყრდენით სკამის დასაჯდომს.

სულ ეს არის ერიკ ფრანკლინის შემუშავებული სტრესის მოსახსნელი ვარჯიშები – მარტივი და შედეგიანი. იყავით ჯანმრთელად და შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.