11 ცვლილება, რომელიც თქვენს სხეულში ხდება, როცა კვერცხს მიირთმევთ

883

კვერცხს სუპერ პროდუქტს არასდროს უწოდებენ, თუმცა ბუნების ეს საჩუქარი ამ სახელს ნამდვილად იმსახურებს. კვერცხი ძალიან მკვებავია და უამრავ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. უმეტესობა მათგანი ე.წ. ამერიკულ დიეტაში არც შედის. ბევრი კვერცხი უნდა მიირთვათ, რომ საკმარისი რაოდენობით ცილები, ამინომჟავები, რკინა და ანტიოქსიდანტები მიიღოთ.

კვერცხი სპორტსმენებისთვის და კუნთების გაზრდის მსურველებისთვის აუცილებელი პროდუქტია. მხოლოდ კვერცხის გული ან ცილა არა, არამედ მთელი კვერცხი უნდა მიირთვათ. კვერცხი ცხიმის მწველი მკვებავი ნივთიერებებით (ქოლინი) არის სავსე. ეს ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად უნდა მიირთვათ.

ექიმი მოლი მორგანი, სპორტის სერთიფიცირებული სპეციალისტი და დიეტოლოგი ამბობს, რომ კვერცხის ფერი ქათმის სახეობაზეა დამოკიდებული. თუმცა ამით მისი კვებითი ღირებულება არ იცვლება.

კვერცხი ძალიან სასარგებლოა და ის ყოველდღე უნდა მიირთვათ, კვერცხის საჭმელად უფრო მეტი მიზეზი გსურთ?

1. კვერცხი გადაგარჩენთ

თქვენი სხეული 11 ამინომჟავას აწარმოებს და კიდევ 9 სჭირდება, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლოს. კვერცხი ამ დანარჩენ 9 მჟავას მოგაწვდით. მჟავების დეფიციტი კუნთოვანი მასის შემცირებას, სუსტ იმუნიტეტს, დაღლილობას, სისუსტეს, თმის მტვრევადობას და კანის პრობლემებს იწვევს.

2. სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს

ქოლესტერინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას იწვევს. ქოლესტერინის კარგი და ცუდი სახეობა არსებობს. კვერცხი კარგ ქოლესტერინს შეიცავს.

3. იმუნიტეტს ზრდის

დღეში 1-2 კვერცხი ინფექციებს, დაავადებებსა და ვირუსებს თავიდან აგაცილებთ.

კვერცხი ბავშვებისთვის იდეალურია. სელენის დეფიციტმა შეიძლება კეშანის და კაშინ-ბეკის დაავადებები გამოიწვიოს. დაავადება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში შეიძლება განვითარდეს.

4. გულის პრობლემების რისკი მცირდება

ცუდი ქოლესტერინის მოლეკულები არტერიის კედლებზე რჩება და ათეროსკლეროზს იწვევენ. კვერცხი გულის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

5. ტვინს სტიმულირებს

ქოლინი თქვენს სხეულს საკმარის ენერგიას და ძალას ანიჭებს. ის უჯრედულ მემბრანაში შედის. ქოლინი აცეტილქოლინის სინთეზში მნიშვნელოვანია.

6. ძლიერი კბილები და ძვლები

კვერცხი D ვიტამინის იშვიათ ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. ეს ვიტამინი ჩვენი კბილებისა და ძვლისთვის მნიშვნელოვანია. კვერცხი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება, ასევე გულის, მსხვილი ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია.

7. სახის ფერის, თმის და კანის ჯანმრთელობა უმჯობესდება

B2, B5 და B12 ვიტამინები თმის, კანისა და თვალისთვის მნიშვნელოვანია. ეს ვიტამინები ტვინის და ღვიძლის ფუნქციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

8. მხედველობა

ლუტეინი და ზეაქსანტინი ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის და კატარაქტის რისკს ამცირებენ. ეს ორი სიბრმავის და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი მიზეზებია.

9. წონის შემცირება

კვერცხი სწორი საკვებია, რადგან ცხიმებს და ზედმეტ კილოგრამებს წვავს.

10. დანაყრების შეგრძნება

კვერცხის ცილა მადაზე გავლენას ახდენს, როგორც ნებისმიერი ცილოვანი საკვები. გაჯერების ინდექსი დანაყრების შეგრძნებაზე საკვების გავლენას განსაზღვრავს. კვერცხი ამ სიის სათავეშია.

11. სტრესი და შფოთვა

კვერცხში შემავალი ამინომჟავები ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. 2004 წელს მეცნიერების ეროვნული აკადემიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სეროტონინი შფოთვას და სტრესს ამცირებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს