რას შეუძლია გაალამაზოს ზაფხულის საღამო გემრიელ ხილის პეროგზე უკეთ? ამ ნამცხვრი უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომი და სწრაფია თქვენი და თქვენი ახლობლების გასაბედნიერებლად. პაპარაცის რედაქცია დღეს გთავაზობთ უგემრიელესი გარგარის პეროგის რეცეპტს.შევეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად ჩამოგვეწერა რეცეპტის დეტალები, რათა გამოუცდელმა კულინარებმაც შეძლონ გამოცხობა.
პეროგი გარგარით
ინგრედიენტები: 100 გრ. კარაქი; 6 ს/კ შაქარი; 2 კვერცხი; 250 გრ. არაჟანი; 15 გრ. გამაფხვიერებელი; 230 გრ. ფქვილი; მწიკვი მარილი; 350 გრ. გარგარი; 100 გრ. შაქრის პუდრა;
მომზადების წესი: პირველ რიგში აურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და ფრთხილად ათქვიფეთ ჩოთქით. მას შემდეგ, რაც მოამზადებთ ცომს, გარეცხეთ გარგარი და გამოაცალეთ კურკები. კურკები არ გადაყაროთ, შეგიძლიათ გაახმოთ და გამოიყენოთ მომავალში საინტერესო დესერტებისთვის.შემდეგ ეტაპზე ჩააფინეთ საცხობ ფორმაში ქაღალდი, თანაბრად გადაანაწილეთ ცომი და დააწყვეთ მზა ცომზე თანაბრად ნახევარი გარგარი.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით პეროგი გამოსაცხობად 35-40 წუთით. ჩხირით გასინჯეთ ხოლმე მზადყოფნა.
მანამდე, სანამ ნამცხვარს ფორმიდან ამოიღებთ, გააგრილეთ და მორთეთ შაქრის პუდრით. მიირთვით ჯემთან ან ნაყინთან ერთად. დესერტს საკმაოდ კარგი და მკვეთრი არომატი აქვს.იმედი გვაქვს, მოეწონებათ თქვენს ახლობლებს ეს ნაზი დესერტი, რომელსაც გასაოცარი გემო აქვს ზაფხულის. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ექსპერიმენტები და შეკითხვები. გემრიელად მიირთვით!