ჭარხალის სალათა კიტრით, რომელიც ნებისმიერ სარესტორნო მენიუს დაამშვენებდა.

0
319

გემრიელი კერძი აუცილებლად იშვიათი და ძვირადღირებული ინგრედიენტებისგან არ უნდა გაკეთდეს. მაგალითად, დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ჭარხლის სალათს კიტრით, რომელიც მოსამზადებლად მარტივია, მაგრამ პროდუქტების წარმატებული კომბინაციით და ორიგინალური საკაზმით რესტორნის მენიუსაც დაამშვენებს.

ჭარხლის სალათი კიტრით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ჭარხალი
  • 200 გრ დამწნილებული კიტრი
  • 100 გრ დამარილებული ყველი
  • 50 გრ ხახვი
  • 20 გრ ქინძი
  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • ზეთისხილები გასაფორმებლად (სურვილისამებრ)

საკაზმის ინგრედიენტები:

  • 150 გრ არაჟანი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 3 გრ შაქარი
  • 0,25 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გამომცხვარი ჭარხალი წყალს საერთოდ არ იწოვს, ამიტომ უფრო გაჯერებული გემო აქვს. ფორმას უკეთ ინარჩუნებს და სალათაში არ იშლება. სწორედ ამიტომ, ჭარხალი ფოლგაში გააახვიეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. საშუალო ზომის ბოლქვებს დაახლოებით 1 საათით ცხობა სჭირდება. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

2. გამომცხვარი ჭარხალი გააგრილეთ და ქერქი მოაშორეთ. 5-7 მმ ზომის კუბებად დაჭერით. ყველი, ხახვი და კიტრიც კუბებად დაჭერით.ქინძი დაჭერით. ნიორი დაპრესეთ.ყველა ინგრედიენტი თასში აურიეთ. დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ.ახლა საკაზმს მიხედეთ. არაჟანი, სოიოს სოუსი და ზეითუნის ზეთი აურიეთ.

3. აქვე მზა მდოგვი, შაქარი, დაფქული წიწაკა და ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ამ სოუსით სალათი მორთეთ. გასინჯეთ და აუცილებლობის შემთხვევაში მარილი დაუმატეთ.სალათი თეფშზე გადაიტანეთ და კიტრის ნაჭრებით ან ზეთისხილით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით! კულინარიულ ექსპერიმენტებში წარმატებას გისურვებთ.