ალბათ, წინა ცხოვრებაშიც ქართველი დიასახლისი ვიყავი: სალათი „თბილისი“ ბადრიჯნით

595

ეს თბილი, ბადრიჯნის სალათი ქართულ სამზარეულოზე მოგონებებით არის შთაგონებული, რომლის პოვნაც უცხოურ კულინარიულ წიგნებში გაგიჭირდებათ. ერთგვარი იმპროვიზაცია, მაგრამ მარტივი და ზაფხულში ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მომზადებული.პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ ბადრიჯნის სალათის რეცეპტს. ასე ამზადებენ ქართულ კაფეებში.

თბილი სალათი ბადრიჯნით

ინგრედიენტები:

  • 4 ბადრიჯანი
  • 3 ტკბილი ბულგარული წიწაკა
  • 2 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში და კამა
  • 1 ჩ/კ 9%–იანი ძმარი
  • 1 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
  • 70 მლ მცენარეული ზეთი საკაზმად
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. 1. ბადრიჯანს ბოლოები მოაჭერით და ზოლებად დაჭერით.დაჭრილ ბადრიჯანს მარილი მოაყარეთ და აურიეთ, რომ სიმწარე მოაშოროთ. 30 წუთით გააჩერეთ. ბულგარული წიწაკა თესლისგან გაწმინდეთ და შესაწვავად მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. სალათი გარეგნულად უფრო ლამაზი გამოჩნდება, თუ სხვადასხვა ფერის წიწაკას შეარჩევთ. ტაფას ზეთი წაუსვით და ბულგარული წიწაკა მსუბუქად შეწვით.ხახვი გრძლად დაჭერით და დარბილებამდე შეწვით.კამა და ოხრახუში წვრილად დაჭერით. ბადრიჯანი გაწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე ძლიერ ცეცხლში შეწვით.
  2. 8. ბულგარული წიწაკა და პომიდორი გრძელ ნაჭრებად დაჭერით. ნიორი დაპრესეთ.თასში ბულგარული წიწაკა ჩაყარეთ, დაჭრილი პომიდორი, შემწვარი ბადრიჯანი და ხახვი, მწვანილი, ნიორი და დაფქული წითელი წიწაკა დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.
  3. 10. მცენარეული ზეთი ტაფაზე გააცხელეთ ისე, რომ კვამლი ამოვიდეს. ცხელი ზეთი სალათას მოასხით. ძმარი დაუმატეთ და აურიეთ.თეფშებზე პორციებად გადაანაწილეთ და სუფრაზე გაიტანეთ.ესეც ასე, თბილი სალათი ბადრიჯნით მზადაა!

სალათი პიკანტური გამოდის. მწვადებთან იდეალურია. ბადრიჯნის სალათი როგორც თბილი, ასევე ცივი სახით გემრიელია!  გემრიელად მიირთვით და წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს