რა შეიძლება დავუმატოთ ყავას, რომ მივიღოთ გაჯერებული გემო

1292

ერთი ჭიქა მაცოცხლებელი ყავის დალევა დილით – ყველასათვის საყვარელი რიტუალია. ზოგი ჩამოსასხმელი ყავით და ფუნთუშით გარბის თავისი მოსაწყენი ოფისისკენ, ზოგიც გვიან იღვიძებს და აუჩქარებლად ადუღებს მადუღარეში. დღეს paparazzi.ge გასწავლით რა შეიძლება დაუმატოთ ყავაში ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. გაანებივრეთ თქვენი რეცეპტორები, წაიკითხეთ მაქს ფრაის “ყავის წიგნი” და თქვენ თავიდან შეგიყვარდებათ ის. სადმე მოიძებნება ყავის მოყვარული, რომელიც უარს იტყვის თურქულად მოდუღებულ ყავაზე? ყავის მოდუღება ნამდვილი ხელოვნებაა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როცა დაუმატებთ ახალ სანელებლებს სასმელში.”გავედი სამზარეულოში, წამოვედე კატებს. ვიპოვე ყავის ქილა, აღმოვაჩინე შიგნით ორნახევარი კოვზი ყავა. შევიკურთხე, გამოვედი სამზარეულოდან, ისევ წამოვედე კატებს. შევძვერი საკუჭნაოში ყავის მოსაძებნად, ვიპოვე ქილა ატმის კომპოტით. გამოვიტანე სამზარეულოში, დამაყრუა კატის კნავილმა: კატების აზრით, კონსერვები არის მხოლოდ ხორცის ან თევზის. დავაპურე კატები. შევთქვლიფე ატამი ქილიდან, გამახსენდა ისევ ყავა. კიდევ ერთხელ ჩავედი საკუჭნაოში. დიდხანს ვიქექე, ვიპოვე ხუთი სხვადასხვა შეკვრა: მარცვლები, თურქული, თხილით და რძით, ვანილით, შოკოლადით. ავარჩიე. დავბრუნდი სამზარეულოში, ამოვიყვანე კატა ატმის ქილიდან და როგორც იქნა მოვიდუღე რაღაც” (მაქს ფრაი “ყავის წიგნი”)

რა დავამტოთ ყავაში

  • დარიჩინი – შაქრის გარეშეც კი ყავა დარიჩინით ნებისმიერ ტკბილის მოყვარულს მოხიბლავს. დარიჩინი არბილებს ყავის სიმწარეს და აძლევს მოტკბო გემოს. თუ გსურთ ესპრესოს მწარე ან მომჟავო გემო გაანეიტრალოთ, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი და ის თქვენ თავიდან შეგიყვარდებათ. დამატება შეგიძლიათ პირდაპირ ჭიქაში ან ხარშვის დროს. კიდევ რისი დამატება შეიძლება?
  • შავი პილპილი – შავი პილპილის მარცვლები თურქულ ყავაში ან, დაფქული ჭიქაშივე ახალი ემოციებით აგავსებთ. ეს არ იქნება სინაზის და სიმსუბუქის მოყვარულებისთვის. ასეთი დუეტი გამოგაცოცხლებთ და გაგითბობთ ცივ, უღიმღამო დილას.
  • კარდამონი – კარდამონი – არაჩვეულებრივი სანელებელია. ის მისცემს ყავას ეგზოტიკურ და ახალ გემოს. ამერიკანო კარდამონით ამშვიდებს და ორიენრტირების უნარს მატებს. ის შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც აფხიზლებს გონებას და სასარგებლოა კუღ-ნაწლავისთვის.
  • ლიმონი – ჩაი ლიმნით ხომ გაგისინჯავთ? სცადეთ ყავაშიც დაუმატოთ. რაა აკეთებს ლიმნის ნაჭერი ეს სიტყვით არ გადმოიცემა. ორიგინალური შეხამების მოყვარულებისთვის ეს კომბინაცია კარგი ვარიანტია. ლიმონი არბილებს ყავის მკვეთრ გემოს და საერთოდ არ ამჟავებს.
  • კაკაო – თუ გსურთ შეიქმნათ საზეიმო განწყობა, დაუმატეთ ერთი კოვზი კაკაო. გამოგივათ შოკოლადის გემოს სასმელი, რომელიც აგიმაღლებთ განწყობას. ხოლო თუ მარშმელოუსაც დაუმატებთ, ეს უფრო საინტერესო იქნება.
  • მარილი – უბრალო მარილი ყავას ემატება მაშინ, თუ ის ძალიან მწარეა. ზედმეტი არ მოგივიდეთ, სულ ცოტაა საჭირო და უსიამოვნო გემო გაქრება.
  • ვანილი – იმის მაგივრად, რომ ყავაში დაუმატოთ სხვადასხვა მაღალკალორიული ხსნარები, სცადეთ ვანილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილის ჩხირები ან ესენცია, ნებისმიერ შემთხვევაში დატკბებით მომაჯადოვებელი გემოთი.
  • კოჭა – ეს სანელებელი მათთვის არის, ვისაც ყველაფერი ერთად უნდა. ყავა იქნება კიდევ უფრო მხურვალე, ხოლო გამოფხიზლება – მომენტალური და ხანგრძლივი. კოჭა ცნობილია თავისი მატონიზირებელი თვისებებით და ყავასთან ერთად ორმაგად იმოქმედებს.

სწორედ ამ საშუალებებს იყენებენ ნამდვილი გურმანები და ყავის თაყვანისმცემლები. გირჩევთ მოსინჯოთ და არ შეჩერდეთ მხოლოდ ერთ ვარიანტზე. არასოდეს არ იცი, რა იქნება შენთვის საუკეთესო გემო და ნუ დაიზარებთ ექსპერიმენტებს. თქვენ რას უმატებთ ხოლმე ყავაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს