კლასიკური რეცეპტი მაკარონის “პა-ფლოტსკი” ლეგენდარული მზარეულისგან

6717

მაკარონი “პა-ფლოტსკი” – ძველი საბჭოთა კერძია, რომლის კლასიკური რეცეპტი ყველამ იცის. წლების მანძილზე ამ  კერძმა ბევრჯერ შეიცვალა როგორც მომზადების წესი, ისე დასახელება.მაგალითად, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ამ სათაურით “მეზღვაურების პასტა”. რას არ მოიგონებენ ხოლმე კულინარები! ჩვენ, პაპარაცის რედაქცის წევრები, ამჯერად კლასიკისკენ გადავიხრებით. ამიტომ ჯერ მოგიყვებით ამ ცნობილი კერძის ისტორიას, ხოლო შემდეგ შემოგთავაზებთ ყველაზე კარგ რეცეპტს.

მაკარონი “პა-ფლოტსკი”: კლასიკური რეცეპტი

გასული საუკუნის 50-იან წლებში მსოფლიოში რეგულარულად ტარდებოდა მზარეულების კონკურსი. მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეეძლოთ ჩამოსვლა კულინარებს და წარმოედგინათ თავისი უნიკალური კერძი. 1952 წელს ასეთი ღონისძიება ჩატარდა რომში, სადაც იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ელჩი იტალიაში. სწორედ მან წარუდგინა ჟიურის ჩვენი საყვარელი მაკარონი “პა ფლოტსკი”. თავად მზარეული პირადად ვერ წარადგენდა, რადგან სტალინის რეჟიმი კრძალავდა თავისი ხალხის სიარულს საზღვარგარეთ. ელჩი ღირსეულად გაუმკლავდა ამ საპასუხისმგებლო საქმეს.მაკარონი “პა ფლოტსკი” გახდა გრან-პრის მფლობელი და მთელს მსოფლიოში ცნობილი კერძი. სტალინმა კი კერძის ავტორს ჯილდოდ საკუთარი სახლი შესთავაზა სასურველ ადგილას. მალე ის გადავიდა საცხოვრებლად იალტაში.კერძის რეცეპტი დაამატეს მაშინდელ ყველა კულინარიულ წიგნში. მალე კი, ვისაც არ ეზარებოდა, მისი ინტერპრეტირება დაიწყო.დღეს მაკარონი “პა ფლოტსკი” მზადდება ძროხის ხორცით, ქათმით, ტომატის პასტით, ყველით, მაგრამ კლასიკური რეცეპტი განსხვავდება თანამედროვე ვერსიებისგან.

როგორ მოვამზადოთ მაკარონი “პა ფლოტსკი”

კერძის მოსამზადებლად აიღეთ ახალი ხორცი. მაკარონი უნდა იყოს გოფრირებული ზედაპირით, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს რეცეპტში. ასეთ მაკარონს ხორცი თითქოს ეკრობა და კერძი უფრო სრულყოფილი ხდება.

ინგრედიენტები

  • 550 გრ. ფარში
  • 450 გრ. მაკარონი
  • 350 გრ. ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში მოხარშეთ მაკარონი. ქვაბში უნდა იყოს 6-ჯერ მეტი წყალი, ვიდრე უმი მაკარონი. ასე, რომ 450 გ. მაკარონს დაასხით 2,7 ლიტრი წყალი. მოხრშეთ სრულ მზადყოფნამდე.
  2. გადაწურეთ და მაშინვე დაუმატეთ 50 გრ. კარაქი. დაჭერით ხახვი წვრილად, მოშუშეთ კარგად ზეთში. ხახვი უნდა გაყავისფრდეს, დაუმატეთ კარაქი, აურიეთ კარგად და გამორთეთ.
  3. მეორე ტაფაზე მოშუშეთ ფარში, მუდმივად ურიეთ, რათა ხორცი კარგად დაიშალოს. სანამ არ შეიწვება, არ დაუმატოთ არაფერი, ბოლოს მოაყარეთ მარილი, ახალი დაფქული შავი პილპილი და დაფნის ფოთოლი.
  4. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, შეაერთეთ ეს სამი ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. როდესაც ფარში მაკარონის ყველა ნაწილს მიეკრობა, კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

რედაქციისგან: როგორც ხედავთ, კლასიკურ რეცეპტში არ არის არც სოუსი, არც ყველი, არც სოკო. ეს ინგრედიენტები შემდგომში დაამატეს. თუ თქვენ ექსპერიმენტები გიზიდავთ, თამამად მოსინჯეთ სხვა მასალაც, გისურვებთ წარმატებას!

თქვენს ოჯახში როგორ მზადდება ,მაკარონი “პა ფლოტსკი?” გაგვიზიარეთ თქვენი საფირმო რეცეპტი კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს