ადამიანი, რომელიც ხშირად ტირის ნებისმიერი მიზეზის გამო – რაზე მიუთითებს ეს?

2485

მტირალა ადამიანი სხვებში სხვადასხვა ემოციას იწვევს და არა ყოველთვის პოზიტიურს. რა თქმა უნდა, მძაფრი ემოციის გამოხატვა უმეტესად ქალებს ახასიათებთ. მათ არ რცხვენიათ ცრემლების ღვრა უმნიშვნელო მიზეზის გამოც, მაგრამ ატირებული კაცი მაშინვე სუსტის და უსუსურის იარლიყს აიკრავს. მართლა სისუსტის ნიშანია ცრემლები? თუ ესეც მორიგი უაზრო სტერეოტიპია?

ადამიანი, რომელიც ხშირად ტირის

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ტირიან, ცუდად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს. მაგრამ ეს ასე არ არის ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მტირალა ადამიანები უფრო მდგრადები არიან სტრესის მიმართ. უბრალოდ, ისინი ემოციას სხვანაირად გამოხატავენ.ტირილი – ეს არ არის ცუდი და სასირცხვილო. თუ სურვილი გაქვთ იტიროთ და თავს შეიკავებთ, თქვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას დააზიანებთ. თუ ემოციას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემთ, ნეგატივი დაგიგროვდებათ და აგრესიად გარდაიქმნება. თავისუფლება მიეცით გრძნობებს, იტირეთ თუ გეტირებათ. ეს თავისებური განტვირთვა იქნება ნეგატივისა და შინაგანი დაძაბულობისგან.ტირილი – სიძლიერის ნიშანია, ატირებული ადამიანი, ის ადამიანია, რომლისთვის სულერთია სხვების აზრი. ცხოვრებაში ხდება სხვადასხვა სიტუაცია, რომელსაც გამოუვალ და სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მივყავართ. ხშირად ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან, თავს ისე გაჩვენებენ, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ყალბი ღიმილი ხშირად უდიდეს სულიერ ტკივილს მალავს.მაგრამ თუ გრძნობებს თავისუფლებას მისცემს, ის ბევრად უკეთ გახდება. ადამიანებს, რომლებსაც თავისი ცრემლების არ რცხვენიათ, უფრო ძლიერი სულიერი სამყარო აქვთ.

რა ხდება ორგანიზმში ტირილის დროს – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცრემლები ათავისუფლებს ტვინს ნეგატიური ემოციისგან. ამას გარდა, ტირილი აქვეითებს მარგანეცის დონეს ორგანიზმში, რაც ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და სტრესს ხსნის.რა პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტირილი აუმჯობესებს განწყობას. ხანგრძლივი ქვითინის შემდეგ ადამიანი შვებას გრძნობს. საქმე იმაშია, რომ ტირილის დროს გამოიყოფა ენდორფინები. სწორედ მათი დახმარებით უმჯობესდება ემოციური მდგომარეობა. ამას გარდა, ტირილის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსინები.ფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა გვირჩევენ ტირილს, როგორც თერაპიის და სტრესთან ბრძოლის საშუალებას. იაპონელმა მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ ტირილი კარგია ფსიქიკისთვის.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა წვრილმანზე უმიზეზოდ იქვითინოთ. ძირითადად, საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოთ. მაგრამ თუ გიგროვდებათ ემოცია და ვეღარ უმკლავდებით სტრესს, ტირილი შვებას მოგგვრით. თქვენ როგორ უმკლავდებით პრობლემებს? ტირიხართ ხოლმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს