რისი განკურნება შეიძლება ჩვეულებრივი ჭარხლით: კიბო, ნევროზი, ჰეპატიტი, ნევრალგია და კიდევ 55 დაავადება

1003

თალმუდში წერია: “ბაბილონში ვერ ნახავთ კეთროვნებსა და ჩირქოვანი გამონადენების მქონეებს იმიტომ, რომ იქ ჭარხალს ჭამენ, სვამენ თაფლს და ევფრატის წყლით იბანენ.” ძველი ხალხი ჭარხალს არამხოლოდ საკვები, არამედ სამკურნალო მიზნებითაც იყენებდა.

პირველად, ჭარხლის, როგორც ფესვნაყოფიანის, გამრავლება სპარსებმა დაიწყეს, შემდეგ კი – თურქებმა და ძველმა რომაელებმა. საინტერესო ისაა, რომ ეს ხალხი, ადრე, ჭარხალს კამათის სიმბოლოდ მიიჩნევდა. იმდროისთვის, ევროპაში ჭარხლის ზედა, ხოლო აზიაში – ქვედა ნაწილებს მიირთმევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჭარხლის ფოთლები, გამოყენებული სალათებში, არანაკლებ ძვირფასია, ვიდრე ბოლქვები, რამდენადაც ისინი დიდი რაოდენობით კაროტინს, პროვიტამინ A-სა და ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

საერთოდ, ჭარხალს უმდიდრესი ქიმიური შემადგენლობა აქვს. ბოლქვებ შეიცავს შაქარს – გლუკოზას, ფრუქტოზასა და საქაროზას(25%); ორგანულ მჟავებს – ლიმონის, მჟაუნმჟავას, ვაშლის მჟავას; სხვადასხვა ცილას; B1,B2, В6, С, Р, РР ვიტამინებს; კაროტინოიდებს, პანტოტენურ, ფოლიუმის მჟავებს, პექტინს, პიგმენტებს, დიდი რაოდენობით რკინის, მარგანეცის, კალიუმის, კობალტის, მაგნიუმისა და იოდის მარილებს. ასევე, უჯრედისს, ამინომჟავებს(ლიზინს, ვალინს, არგინინს, ჰისტიდინსა და სხვ.).

ასეთ შემადგენლობის შესახებ, რა თქმა უნდა, ჰიპოკრატეს, გალენს, დიოსკორიდს, პარაცელსსა და სხვა დიდებულ ექიმებს ძველად ვერ ეცოდინებოდათ, თუმცა, ისინი თვლიდნენ, რომ ჭარხალი შესანიშნავი საშუალებაა ანემიის, ციების, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და ლიმფატიკური სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ.

დამტკიცებულია, რომ უჯრედისი, ვაშლის, ლიმონისა და სხვა ბიოგენური მჟავები, არსებული ჭარხლის შემადგენლობაში, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და აუცილებელია ქრონიკული ყაბზობის, საჭმლის მონელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს – ყოველდღიურად, უზმოზე, მიირთვით 100-150 გ მოხარშული ჭარხალი.

ვიტამინების გარეშე, ჭარხალში აღმოჩენილია ისეთი ელემენტები, როგორებიცაა: კობალტი, რუბიდიუმი, ცეზიუმი, სპილენძი, თუთია, რკინა, ქლორი, კალიუმი, ფოსფორი, გოგირდი, მაგნიუმი. ბევრი მათგანი არეგულირებს სისხლის წარმოქმნას, და ადამიანებს, რომლებიც რეგულარულას მოიხმარენ ჭარხალს, თითქმის არ აწუხებთ სისხლნაკლებობა.

რაც შეეხება ბავშვებს, მოხუცებსა და მათ, ვინც მძიმე სტრესი გადაიტანა, ჭარხლის სისტემატური მოხმარებით, მათი ნერვული სისტემა მშვიდდება – ეს მის შემადგენლობაში არსებული მაგნიუმის დამსახურებაა. უმჯობესია, 10 დღის განმავლობაში, დღეში 3-4-ჯერ დალიოთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენში გახსნილი 1 ჩ.კ. თაფლი.

დახეხილი ჭარხალი, დადებული წყლულებსა და სიმსივნეებზე, მათ განკურნებას უზრუნველყოფს.

გასაოცარი ეფექტი აქვს წითელ ჭარხალს კიბოს უჯრედებზე. 2-4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ჩნდება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები, ტემპერატურის დაქვეითება, წონაში მატება, სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესება. მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ კიბოს უჯრედებზე მოქმედებს აქტოციანები – მღებავი ნაერთები მცენარეულ ფენოლთა ჯგუფიდან. მოცვის, შავი მოცხრის, შავი ანწლის, წითელი ღვინისა და კრაზანის აქტოციანებს ასევე შეუძლიათ კიბოს უჯრედების განვითარების შეჩერება. თუმცა, წითელი ჭარხალი, როგორც ექსპერიმენტებით გაირკვა, მოქმედებს რვაჯერ უფრო ეფექტურად. სხვათა შორის, სუფთა სახით გამოყოფილ აქტოციანებს სამკურნალო თვისებები არ აქვს. არც მოხარშულ ჭარხალს ან მის წამოდუღებულ წვენს არ აქვს მსგავსი თვისებები.

წითელი ჭარხლის სასარგებლო თვისებებს, ალბათ, საუკეთესოდ ავლენს რეცეპტები. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ჭარხალი არ უნდა იყოს ვარდისფერი. უპირატესობა მიანიჭეთ გაჯერებული ფერის, თითქმის მუქ-ალისფერ ჭარხალს.

ფიბრომიომა, ფიბროადენომა, მასტოპათია

უმი ჭარხალი 2-4 საათით გააჩერეთ გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ დახეხეთ წვრილად კანიანად. დაწურეთ. დაწურული ნედლეული დაიდეთ მკერდზე ან მუცლის ქვემოთ და გაიჩერეთ მთელი ღამით, კომპრესის სახით. დილით მოიხსენით მასა და დადეთ ცივ ადგილას. მკერდის და მუცლის კანი ჩამოიბანეთ. შემდეგ ღამეს გაიმეორეთ პროცედურა იმავე მასით. მესამე ღამეს შეისვენეთ, მეოთხე და მეხუთე ღამე მკურნალობისაა. მეექვსე – ისევ შესვენება. მკურნალობის კურსი 20 სამკურნალო ღამეს მოიცავს. 1-1.5 თვით შეისვენეთ. გაიმეორეთ მკურნალობა.

ჰიპერტონია

წითელი ჭარხლის წვენი თანაბრად შეურიეთ თაფლს და დალიეთ 1 ს.კ. ოდენობით, დღეში შვიდჯერ. დალევამდე, შეისუნთქეთ მისი სურნელი, ხოლო შემდეგ შეასრულეთ ხელით ისეთი მოძრაობა, თითქოს სასმლით სავსე კოვზს ბურთულად აქცევთ.

ლიმფატური კვანძების ტუბერკულოზი

მიირთვით უზმოზე თაფლიანი წვენი – 0.5 ჭიქა წვენი 1 ჩ.კ. თაფლთან.

ჰეპატიტი

დალიეთ უმი ჭარხლის წვენი – გახსენით 1/3 ჭიქა წვენი ამდენივე წყალში. დალიეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

კლიმაქსი

შეურიეთ წვენს თანაბარი რაოდენობის თაფლი. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. ეს ხსნის გაღიზიანებადობასა და “მოქცევებს”.

სამწვერა ნერვის ნევრალგია

ჩაიწვეთეთ ყურში 2-3 წვეთი ჭარხლის წვენი. ხოლო დახეხილი ჭარხალი გაახვიეთ მარლაში, ჩაიდეთ ყურში ისე, რომ წვენი არ გაუვიდეს.

უკუჩვენებები

ფიტოთერაპევტები დაჟინებით გვირჩევენ ჭარხლის წვენს, თუმცა მხოლოდ ახლა დაიწყეს გაფრთხილება, რომ მისი მომზადებისთანავე დალევა არ შეიძლება – უნდა დააყენოთ არანაკლებ 2, უკეთეს შემთხვევაში კი – 4 საათით.

მე ხშირად მომისმენია ავადმყოფებისგან, რომ ჭარხლის წვენი რატომღაც არ უხდებათ, მათში იწვევს გულისრევას, ღებინებას, საერთო მდგომარეობის გაუარესებას, ხოლო 2-3 კვირაში საერთოდ მისი აუტანლობა დგება. ნამდვილად, ჭარხლის ახლადდაწურული წვენის მიღება სისხლძარღვების ძლიერ სპაზმებს იწვევს. საქმე ისაა, რომ მომზადებისთანავე მასში ჩნდება მავნე მფრინავი ფრაქციები, რომლებიც ორგანიზმს წამლავს. თუ მთელ ჭიქას დალევთ, არამხოლოდ ზიზღსა და გულისრევას, არამედ უეცარ სისუსტეს, პულსისა და არტერიული წნევის დაცემასაც იგრძნობთ – შესაძლოა, კომატოზურ მდგომარეობამდეც მიხვიდეთ.

მხოლოდ დაყენების შემდეგ იქცევა წვენი ძვირფას სამკურნალო საშუალებად, რომელსაც ორგანიზმი მარტივად მოინელებს. არ შეიძლება მისი მიღება საფუვრიან პროდუქტთან, ბურახთან, გაზიან სასმელებთან, ნებისმიერ მჟავე წვენთან ერთად. ჭარხლის წვენი, ოდნავ შემთბარი, დალიეთ მშიერ კუჭზე, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, ხოლო სუსტი კუჭის შემთხვევაში, შეურიეთ შვრიის ფანტელები.

ჭარხალი ართულებს ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებას და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ოსტეოპოროზის დროს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ შეიძლება ნახევრად უმი ან მოხარშული ჭარხლის მოხმარება მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, შაქრიანი დიაბეტის, დიარეის, ტუტოვანი, კენჭიანი შარდის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს