როგორ მოვამზედოთ სამჯერ უფრო გემრიელი ქერის ფაფა

1314

ქერის ფაფა, მართალია, სასარგებლოა, თუმცა საერთოდ არაა დელიკატესური. ცოტა ვინმეს თუ უყვარს მოცემული კერძი, თუმცა ტყუილად. მოცემულ სტატიაში მისი მომზადების რეცეპტს გაგიზიარებთ, რათა ფაფის სტუმრებისთვის სუფრაზე გატანის არ შეგრცხვეთ.თუ ქერის ფაფას ნოყიერი ხემსის ბაზად გამოიყენებეთ, იგი ბევრის გულის მოგებას შეძლებს.

როგორ მოვამზადოთ ქერის ფაფა?

ეს კერძი შეიცავს A, B, D, E, H ჯგუფის ვიტამინებს. ასევე მის შემადგენლბაში შედის კალიუმი, კალციუმი, ცინკი, იოდი, მარგანეცი.მიუხედავად იმისა, რომ ფაფის 100გ შეიცავს 70გ ნახშირწყლებს, იგი დაგეხმარებათ გახდომაში. ქერი მდიდარია უჯრედისით, ლიზინი დადებითად მოქმედებს კანზე, რადგან გამოიმუშავებს ბუნებრივ კოლაგენს.ეს კერძი ანეიტრალებს ალერგიულ რეაქციებს, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და ანადგურებს კანის სოკოვან დაავადებებს. ქერის ფაფის ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო იგი ხელს უწყობს გაზების წარმოქნას.

ქერის ფაფის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 350გ ქერის ბურღული
  • ხახვი
  • სტაფილო
  • 500გ საქონლის/ინდაურის/შებოლილი ქათმის ფილე
  • 3ც. დაფნის ფოთოლი
  • მარილი
  • 800მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

  1. 1.ბურღული გარეცხეთ და სუფთა წყალში ჩაალბეთ. შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვი და მობრაწეთ ბოსტნეული, ვიდრე იგი ნახევრად გამჭვირვალე არ გახდება. დაუმატეთ მას დაქუცმაცებული სტაფილო და მზესუმზირის ზეთში შეწვით.
  2. 2.ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ცალკე ტაფაზე მობრაწეთ მარილთან და თქვენს საყვარელ სანელებლებთან ერთად. შებოლილი ქათმის შემთხვევაში, იგი უბრალოდ დაჭერით. ასევე შეგიძლიათ გემოს მრავალფეროვნებისთვის კერძს სოკოც დაუმატოთ.
  3. 3.შეგიძლიათ გამოიყენოთ სქელძირიანი ქვაბიც, თუმცა პატარა ქოთნებს უფრო ენიჭება უპირატესობა. ფსკერზე ათავსებთ მობრაწულ ბოსტნეულს, ზემოდან ალაგებთ ხორცის ნაჭრებს, წინა ღამით დამბალ ქერს, დაფნის ფოთოლს და ასხამთ ზეითუნის ზეთს. ბოლოს ამ გემრიელობას უმატებთ გაცხრილული ბოსტნეულის ბულიონს.
  4. 4.ქვაბს ან ქოთნებს დააფარეთ თავზე და შედგით ცივ ღუმელში. ფაფა მოამზადეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 80 წუთის განმავლობაში. შემდეგ 15 წუთით დატოვეთ კერძი ღუმელში გასაგრილებლად. ესეც ასე, იგი შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

საბოლოო ჯამში, გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი ფაფა. ფენებად აგებული კერძი კარგავს თავის “პროვინციალურ” რაობას და არც ისე ცუდად გამოიყურება. შეგიძლიათ ხორცი სოკოთი ჩაანაცვლოთ ტომატისა და ბადრიჯნის დამატებით. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქერის ფაფა არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა. საჭიროა მხოლოდ კრეატიულობისა და შრომისმოყვარეობის გამოვლენა. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს