ჩემი საფირმო დესერტი შარლოტკაა, თუმცა იგი ყველას მობეზრდა. სწორედ ამიტომ ვამზადებ ტორტს “ზამთრის ძილი”.

139

მსიამოვნებს სამზარეულოში ფუსფუსი და ახალი კულინარიული აღმოჩენების გაკეთება. თუმცა ზოგჯერ მინდა დავისვენო და რაიმე ძალიან მარტივი მოვამზადო. ამას წინათ ერთი ნუგბარის რეცეპტი აღმოვაჩინე, რომელსაც ნებისმიერი დიასახლისი გაუმკლავდება. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ მზადდება დესერტი “ზამთრის ძილი” შვრიის ფანტელების ბაზაზე.

საოჯახო დესერტი ცხობის გარეშე

მოცემულ დესერტს რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მისი მომზადება სწრაფად და მარტივად შეიძლება. მეორე მხრივ, დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი.

ინგრედიენტები:

  • 300 გ შვრიის ფანტელები
  • 200 გ შავი შოკოლადი
  • 400 მლ ცხიმიანი ქოქოსის რძე

მომზადების წესი:

  1. საოჯახო დესერტის მოსამზადებლად გამოიყენეთ მსხვილი შვრიის ფანტელები, რომელთაც ხანგრძლივი ხარშვა სჭირდება. ზედმეტად წვრილები მალევე გაჯირჯვდება და ფაფად გარდაიქმნება. პირველ რიგში, მობრაწეთ ფანტელები წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე, პერიოდულად ნიჩბით მოურიეთ, რათა ისინი არ მიიწვას.
  2. მობრაწეთ ისინი 2-3 წუთის განმავლობაში გაოქროსფერებამდე. შემდეგ ჩაყარეთ ფანტელები ღრმა თასში.
  3. ქვაბში ჩაასხით ქოქოსის რძე და გაალღვეთ მაში შავი შოკოლადი, მოურიეთ მასას გაერთგვაროვნებამდე.
  4. ქვაბში გადაიტანეთ შვრიის ფანტელები, ყველაფერს კარგად მოურიეთ.
  5. საცხობი ფორმის ძირზე დააფინეთ 18 სმ დიამეტრის საცხობი ქაღლადი, შეგიძლიათ წაუსვათ კარაქიც.
  6. შვრიის მასა განათავსეთ ფორმაზე და ნიჩბით თანაბრად გადაანაწილეთ. ფორმა მსუბუქად დაარტით მაგიდაზე, რათა მოშრდეს ზემდეტი ბუშტუკები. შემდეგ დესერტი შეინახეთ მაცივარში სრულ გაგრილებამდე. საკმარისია 3-4 საათი.
  7. ამოიღეთ ტორტი ფორმიდან და მორთეთ თქვენი გემოვნებით. მაგალითად, ქოქოსის ფანტელებით ან გახეხილი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!

რედაქციისგან: დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ინგრედიენტებიც, მაგალითად, თხილი, ცუკატი ან ბანანები. შოკოლად- ქოქოსის მასას უფრო ნაზ და უჩვეულო გემოს შესძენს ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა. შედეგად, ტორტი კიდევ უფრო გემრიელი გამოვა. სხვათაშორის, საერთოდ არაა აუცილებელი ქოქოსის რძის გამოყენება. ნაღებიც შესანიშნავად ჩაანაცვლებს მას.აუცილებლად სცადეთ ამ დესერტის მომზადება, შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს