გაზქურის ბადე – არ არის სათანადოდ დაფასებული ნივთი სამზარეულოში. დიასახლისები მას ძირითადად საცხობი დაფის სადგამად იყენებენ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მისი გამოყენების ერთადერთი ხერხი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ გაზქურის ბადე სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად.
გაზქურის ბადე
- ტოსტები – თუ არ გაქვთ ტოსტერი, მოიმარჯვეთ ტაფა და გაზქურის ბადე. ვისაც დილაობით ტოსტები უყვარს, ეს იდეა აუცილებლად გამოადგება. შედგით გახურებულ ღუმელში ბადე, ქვეშ შეუცურეთ საცხობი დაფა და ბადეში ვერტიკალურად ჩააწყვეთ დაჭრილი პურები. აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში. ტოსტერისგან განსხვავებით, 5 წუთში მოამზადებთ მთელი ოჯახის სამყოფ ტოსტებს.თუ გიყვართ მარილიანი ტოსტები, შეგიძლიათ წაუსვათ პურზე კარაქი და დაჭყლეტილი ნიორი. დააწყვეთ ეს პურები ბედეზე ჰორიზონტალურად და აცხვეთ 5 წუთი. მიიღებთ ხრაშუნა, არომატულ ტოსტებს ლამაზი ზოლებით.
- მწვადი გაზქურის ბადეზე – მწვადის შეწვა მხოლოდ მაყალზე არ ხდება. შეგიძლიათ შეწვათ სახლში, ღუმელში. ამ შემთხვევაში ხორცს კვამლის არომატი და სურნელი არ ექნება, მაგრამ გემრიელად დაიბრაწება. თავიდან დაჭერით და დაამარინადეთ ხორცი, დააწყვეთ გაზქურის ბადეზე, ქვეშ შეუდგით საცხობი დაფა, რომ ცხიმი ჩამოღვაროს. მწვადი მზადდება გრილის რეჟიმზე, 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
- ქათმის ბარკლები კარტოფილთან ერთად – მსგავსი ხერხით შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ ორი კერძი. იმისათვის, რომ ქათმის კანი ლამაზად შეიბრაწოს და კარტოფილს ხორცის გემო ჰქონდეს, ბარკლები დააწყვეთ ბადეზე, ხოლო დაჭრილი კარტოფილი მის ქვეშ შედგით საცხობი დაფით. ასევე გემრიელი გამოდის ბადეზე დალაგებული კარტოფილი მუნდირში.
- ჩირის მომზადება – ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბადეზე სხვადასხვა ჩირეული. ამისთვის ვაშლი, გარგარი, ქლიავი გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ, დაჭერით თხლად და დააწყვეთ გასაშრობად 50-60 გრადუს ტემპერატურაზე 5-6 საათის განმავლობაში.
- მექსიკური საჭმელები – ტაკო მზადდება ორად გაკეცილი ლავაშისგან, რომელშიც ჩაწყობილია სხვადასხვა ბოსტნეულის შიგთავსი. აქ მთავრი სირთულე ის არის, რომ ლავაშის დაფიქსირება შეკრულ მდგომარეობაში არ არის მარტივი. ამიტომ ლავაშს აძლევენ სასურველ ფორმას, ათავსებენ ბადეებს შორის და ისე აშრობენ.
- ბოსტნეული გრილზე – ბოსტნეულისგან გემრიელი საჭმლის მომზადება შეიძლება. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად ნებისმიერი ბოსტნეული: ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, სოკო და დაამარინადეთ. შემდეგ დააწყვეთ ბადეზე და აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.როგორც ხედავთ, გაზქურის ბადე შეუცვლელი ნივთია თქვენს სამზარეულოში. მასზე ასევე ამზადებენ ხილს შამფურზე. ღუმელში გამომცხვარი ხილი ბევრად უფრო ტკბილი და წვნიანია.თქვენ რაში იყენებთ ღუმელის ბადეს? იცოდით არატრადიციული რეცეპტების შესახებ რამე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს