“მე და ჩემი ქმარი იმდენად ვიღლებით ქალაქის ხმაურისგან, რომ გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ დასასვენებლად წასვლა. ქალაქიდან 45 კილომეტრის მოშორებით ჩემი დედამთილ-მამამთილი ცხოვრობს. სწორედ იქ წავედით დასასვენებლად.” – გვიყვება პაპარაცის მკითხველი ანა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ოჯახმა საერთოდ ვერ მოახერხა დასვენება.
დასვენება ქალაქგარეთ
“ზაფხულის არდადეგებზე ქმარ-შვილით წავედი დასასვენებლად აგარაკზე დედამთილ-მამამთილთან. ჩემს უფროს გოგონას ძალიან ენატრებოდა ბებია და ბაბუა, თან სუფთა ჰაერი ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა.ჩასვლის შემდეგ მალევე ქმარი და მამამთილი ქალაქში დაბრუნდნენ და მუშაობა განაგრძეს, ხოლო მე და ბავშვები დედამთილთან დავრჩით. შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ ხოლმე. ოჯახის კაცები შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ ხოლმე და მიწევდა მათთვის სხვადასხვა საჭმლის მომზადება და დასვენებაში ხელის შეწყობა.ამასთან, ბავშვებს სულ ყურადღება სჭირდებოდათ. მთელი დღე უფროს შვილს დავსდევდი და მის სათამაშოებს და ნივთებს ვკრეფდი. მეორე შვილი ძალიან პატარაა და მასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. მჭირდებოდა კარგად გამოძინება და კვება, რომ ბავშვისთვის რძე მქონოდა, მაგრამ ისეთ სტრესულ გარემოში აღმოვჩნდი, რომ ქალაქის ხმაური არაფერი იყო მასთან.დედამთილმა საქმე ასე გადაანაწილა : მე მომაბარა სახლის საქმეები, ხოლო თვითონ ბაღში ფუსფუსებდა. რადგან პატარა ღამე ხშირად იღვიძებდა ხოლმე, ბავშვებთან ერთად ვიძინებდი, დაძინებამდე დედამთილს ვეკითხებოდი, ხომ არ სჭირდებოდა რამეზე დახმარება. ის ყოველთვის უარს მეუბნებოდა.”
უკმაყოფილო დედამთილი – “ვცდილობდი ყველაფრის გაკეტება მომესწრო: ვამზადებდი სადილებს, ვალაგებდი, ვრეცხავდი და არასდროს ვაწუხებდი დედამთილს. ის არაფერს ამბობდა და ვფიქრობდი, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. როდესაც ქმარი დასვენების დღეებში ჩამოვიდა, ოთახში შემიყვანა დასალაპარაკებლად. აღმოჩნდა, რომ დედამთილი ძალიან უკმაყოფილო იყო, რადგან ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი, არაფერში ვეხმარებოდი და მხოლოდ ვჭამდი და მეძინა. უთქვამს “შენი ანა ჩემზე ორი საათით ადრე უნდა ადგეს და დაწვესო…”
ვიდექი და გაოცებისგან პირი დამრჩა ღია. როგორც ჩანს, დედამთილს ეგონა, რომ მე დამხმარე ქალი ვიყავი და ბრაზობდა, რომ ბოსტნის საქმეებშიც არ ვეხმარებოდი. თუ ასეა, რატომ არ მითხრა მე არაფერი და შვილს მიუტანა ენა? ასეთი დასვენება არასდროს მქონი. საბოლოოდ, ძალიან ნაწყენი წამოვედი და დღემდე ვფიქრობ, რა გავაკეთე არასწორად? ისედაც შეუძლებელს ვაკეთებდი ახალშობილთან ერთად. აღარაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვინმე ვასიამოვნო, ჩემი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. ნუთუ, დედამთილს არ ახსოვს რა რთულია პატარების მოვლა? ესეც ჩემი დასვენება ქალაქგარეთ.”
რედაქციისგან – რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილი, მაგრამ სინამდვილეში სულ არ არის სასიამოვნო, როდესაც ორ ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია ადეკვატური ურთიერთობა. დედამთილს ტუ დახმარება სჭირდებოდა, შეეძლო გულახდილად ეთხოვა რძლისთვის თანადგომა. ანა კეთილგანწყობილი იყო ქმრის ოჯახის მიმართ და აუცილებლად გამონახავდა დროს მის დასახმარებლად. უფროსი თაობა სტერეოტიპებზე არიან აღზრდილები, მაგრამ რატომ ფიქრობენ, რომ შეგიძლიათ მისი აზრების კითხვა არ ვიცი.
საქმე რძის სიზარმაცეში არ არის. დედამთილს არ შეუძლია მასთან ურთიერთობა. სანამ თავად არ ისწავლის სწორ კომუნიკაციას, რძალი ვერ შეძლებს მასთან ურთიერთობის აწყობას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.