ქართველი მზარეული ზამთარში ჩახოხბილში უმატებს გაყინულ პომიდორს, რომ არ იხმაროს “პლასტმასის” პომიდორი მაღაზიიდან.

0
244

ქართული სუფრა ყველას უყვარს მისი ხარისხის, უბრალოების და საოცარი გემოების გამო. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოვამზადებთ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ პოპულარულ კერძს “ჩახოხბილს”. ის საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და დროც ცოტა სჭირდება.ამ კერძში მნიშვნელოვანია პროდუქტების ხარისხი. განსაკუთრებით ქათამი, მიუხედავად იმისა, რომ ის ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას გაივლის. ამიტომ გირჩევთ მოიმარაგოთ ყველაფერი ახალი და ხარისხიანი.

ჩახოხბილი

ინგრედიენტები:

  • 2 კგ. ქათამი
  • 3 დიდი ზომის ხახვი
  • 6 ცალი პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ კარაქი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ტყემლის საწებელი

მომზადების წესი:

  1.  მოამზადეთ პროდუქტები: დაჭერით ხახვი რგოლებად, გაფცქვნილი პომიდორი კუბებად. სწორად დაანაწევრეთ ქათამი – ჯერ მოაჭერით ბარკლები და ბარკლის გადანაჭერი, ფრთები, შემდეგ ფილე, თითოეული მხარე გაჭერით ოთხად. დარჩენილი ძვლიანი ნაწილი შეინახეთ მაცივარში ბულიონისთვის.
  2. მაღალ ცეცხლზე გაახურეთ ტაფა მცენარეულ ზეთთან ერთად. ორივე მხრიდან შეწვით ქათმის ნაჭრები, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და ხახვი. აურიეთ ინგრედიენტები და ცოტა ხანი დაახურეთ თავზე. დაამარილეთ და დააყარეთ პილპილი.
  3.  დაუმატეთ პომიდორი და ხმელი სუნელი. შეგიძლიათ სიცხარისთვის აჯიკაც დაამატოთ. აურიეთ ინგრედიენტები, დააფარეთ ტაფას თავსახური, დაუწიეთ გაზს და თუშეთ კიდევ 20 წუთი.
  4. შემდეგ დაუმატეთ ტყემლის საწებელი, წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილები. ქინძის გარეშე ეს კერძი არ იქება ნადვილი, რადგან ეს მწვანილი მაგიურ არომატს აძლევს.

თქვენი კერძი მზად არის. ზოგი ცოტა ხანი თავდახურულში ტოვებს, რომ ინგრედიენტები გარგად გაუჯდეს ერთმანეთს. ზოგი პირიქით, უმატებს ცეცხლს და აორთქლებს ზედმეტ წყალს, მაგრამ ეს წვრილმანებია და არჩევანი თქვენზეა.ჩახოხბილი უნდა მიირთვათ თონის პურთან ერთად. ჩააწეთ ის არომატულ წვენში, მიაყოლეთ ხორცის ნაჭერი და დატკბით თქვენი შემოქმედებით. ეს ტრადიციული საჭმელი გამოიყენება ახლობლების ვიწრო წრეში გულითად სადღეგრძელოებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!