სახლში ვამზადებ ბანანის “ირისკებს” ორი ინგრედიენტისგან, შვილები უბედნიერესები არიან!

0
219

ჩემი უკანასკნელი კულინარიული ექსპერიმენტია- შოკოლადის “ირისკები” ბანანით. ის იდეალური ნუგბარია იმათთვის, ვისაც არ უნდა დესერტის მომზადებას დიდი დრო დაახარჯოს. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ ჩემს შეცდომებზე და გაგიზიარებთ საბოლოო შედეგს!

შოკოლადის “ირისკები”

ინგრედიენტები

  • 300 გ მწიფე ბანანი
  • 200 გ შავი შოკოლადი
  • 1 ჩ.კ დარიჩინი

მომზადება

  1. პირველ რიგში, გაასუფთავეთ ბანანები, ჩაყარეთ ისინი ღრმა თასში და დააქუცმაცეთ ხილი ხელის ბლენდერით. მის ნაცვლად შეგიძლიათ კომბაინიც გამოიყენოთ.
  2. შემდეგ ბანანის მასას დაუმატეთ დარიჩინი და კარგად მოურიეთ. ცალკე გაალღვეთ შოკოლადი.
  3. მოასხით გამდნარი შოკოლადი ბანანის მასას და კარგად ზედმიწევნით მოურიეთ.
  4. მოამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ მასზე პერგამენტის ქაღალდი. ორიგინალურ რეცეპტში იყენებენ 20×14 ზომის მართკუთხა ფორმას.
  5. ჩაასხით შოკოლადის და ბანანის მასა საცხობ ფორმაში. გაათანაბრეთ ნარევი ნიჩბით.
  6. დესერტი მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. შემდეგ შოკოლადის “ირისკა” დაჭერით პორციულ ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!

პირადი გამოცდილება – მე შედარებით დიდი ზომის საცხობი ფორმა გამოვიყენე, ბანანების რაოდენობის გაზრდით მეგონა არაფერი დაშავდებოდა, თუმცა შევცდი. 60 გრამი ხილიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დესერტი არ გამაგრებულიყო ისე, როგორც საჭირო იყო.თუ თქვენც იგივეს მოინდომებთ, ბანანთან ერთად შოკოლადის რაოდენობაც გაზარდეთ. გამოსავალი მაინც ვიპოვე, საცხობი ფორმა საყინულეში მოვათავსე. გამახსენდა, რომ ბანანი შესანიშნავად იყინება, მისგან ნაყინსაც კი ამზადებენ.1 საათის შემდეგ მასა სრულყოფილად გამაგრდა, თუმცა ყინულსაც არ ჰგავდა. მარტივად გავაცალკევე დესერტი პერგამენტისგან და დავჭერი იგი პორციულ ნაჭრებად.სხვათაშორის, ამ რეცეპტის მიხედვით, დესერტი მარგდება ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე შოკოლადის წყალობით, მისი ჩანაცვლება კაკაოს ფხვნილით არ გამოვა.

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი ტკბილეული, რომელიც ბანანისა და შოკოლადისგან მზადდება.