ხახვი – სასარგებლო და იაფი ბოსტნეული, რომლისგან ამზადებენ გემრიელ ნახარშს, უამრავ სოუსს, ბოსტნეულის რაგუს, წვავენ ხორცთა ერთად. ხორცეულს ხახვი აძლევს პიკანტურ გემოს და წვენს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ რა შეიძლება მოამზადოთ ხახვისგან ტრადიციული კერძების გარდა.
რისი მომზადება შეიძლება ხახვისგან
გიყვართ ტოლმა? მისი მომზადება დიდ დროს მოითხოვს, კომბოსტოს ფოთლების გათუთქვა ერთ-ერთი მთავარი ეტაპია ამ კერძის მოსამზადებლად. რას იტყვით ალტერნატიულ ვარიანტზე კომბოსტოს გარეშე? ეს არის ორიგინალური და მარტივი რეცეპტი რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
ინგრედიენტები
- 10 ცალი ხახვი
- 300 გრ. ფარში
- 200 გრ. ბრინჯი
- 100 გრ. ბულგური
- ოხრახუში
- 3 კბილი ნიორი
- 60 მლ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ/კ ტომატის პასტა
- მარილი გემოვნებით
- შებოლილი, დაფქული პაპრიკა გემოვნებით
ინგრედიენტები სოუსისთვის
- 1 ს/კ ტომატის პასტა
- 60 მლ. მცენარეული ზეთი
- 50 გრ. კარაქი
- 400 მლ. წყალი
- 1 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი
- 9 დიდი ზომის ხახვი გარეცხეთ და თითოეული ჩაჭერით შუამდე. ჩააწყვეთ ღრმა ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი. ხარშეთ 15-20 წუთი.
- ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. დაჭერით ხახვი წვრილად და შეურიეთ ფარშს. ფარშის შემადგენლობა შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით: საქონლის, ღორის და ქათმის ხორცისგან.
- გარეცხეთ ბრინჯი და ბულგური, შეურიეთ ფარშს. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, სანელებლები, მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ ეს ყველაფერი.
- დაშალეთ მოხარშული ხახვები ფურცლებად ისე, როგორც მოხარშულ კომბოსტოს შლით ხოლმე.
- თითოეულ ფურცელში ჩადეთ 1 ჩ/კ ფარში და გადაკეცეთ.
- ჩააწყვეთ ფარშირებული ხახვი ღრმა ქვაბში, რომელშიც უნდა მოხარშოთ.
- მოამზადეთ სოუსი. შეურიეთ 400 მლ ცხელ წყალში მცენარეული ზეთი და კარაქი, დაამატეთ 1 ს/კ ტომატის პასტა, მარილი. წყლის მაგივრად უმჯობესია გამოიყენოთ ხახვის ნახარში.
- მოასხით ფარშირებულ ხახვს სოუსი და ხარშეთ თავდახურულ ქვაბში 45-50 წუთი. მზა კერძი მიირთვით არაჟანთან ერთად.
სურვილისამებრ, მოამზადეთ ხახვის ტოლმა ნებისმიერი შიგთავსით. ეს შეიძლება იყოს ბოსტნეულის ფარშიც. კომბოსტოსგან განსხვავებით, ხახვს აქვს რბილი, მოტკბო გემო. თქვენ მოგიმზადებიათ მსგავსი კერძი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.