არაფერია ახალ წელს გამომცხვარ ღორის ხორცზე უკეთესი, გიზიარებთ მსოფლიო რეცეპტს!

206

რა უნდა იყოს ღუმელში გამომცხვარ ღორის ხორცზე უფრო მადისაღძვრელი, მაცდური და სადღესასწაულო განწყობის მომნიჭებელი?! ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი დაგვჭირდება, მას არ დავანაწევრებთ და არ დავაქუცმაცებთ.ასეთ კერძთან შესაფერი გარნირიც დაგვჭირდება. გამომცხვარი კარტოფილი მას შესანიშნავად მოუხდება.

ღუმელში გამომცხვარი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი

ინგრედინეტები

  • 1-2 კგ ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი
  • 10 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა
  • 4 ს.კ მდოგვი
  • 2 ღერო როზმარინი
  • საყვარელი ტომატის სოუსი
  • ხახვი
  • 40 გ ნაღების კარაქი
  • სტაფილო
  • კარტოფილი

მომზადება

  1. გარეცხეთ ხორცი და დაათვალიერეთ იგი ყოველი მხრიდან. ჩვენი მიზანია, რომ მსუქანი და მოცულობითი ნაჭრისგან გავაკეთოთ შედარებით თხელი, 2-3 სმ სისქის ზედაპირი. ამისთვის საჭიროა ბასრი დანის ხმარების ცოდნა.
  2. ხორცზე არ გააკეთოთ ზედმეტად ღრმა განაკვეთები და დატენეთ ნაჭერი ნივრით. შეაზილეთ მას მდოგვი, მარილი და წიწაკა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე სოუსი და ნაღების კარაქი. ნაჭერში მოათავსეთ ნედლი სტაფილო და როზმარინის რამდენიმე ღერო. პროდუქტები ერთმანეთში აირევა და საოცარ გემოს მოგცემთ. შეახვიეთ ხორცი, კიდეები დაამაგრეთ კბილის ჩხირებითა და ძაფით.
  3. გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი. მისი დაჭრა არაა სავადლებულო. ხახვი მსხილ რგოლებად დაჭერით. დააფინეთ ფოლგის ორი ან სამი ფენა გამძლეობისთვის, სარკისებური ზედაპირით გარეთ. მასზე მოათავსეთ კარტოფილი, ხახვი და მხოლოდ ამის შემდეგ ხორცი. კარგად შეახვიეთ რულეტი.
  4. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ეს იდეალური ტემპერატურაა ღორის ხორცის გამოსაცხობად. ყურადღება მიაქციეთ, რომ 1 კგ-ის მომზადებას 2 საათი, 2 კგ-სას კი- 2,5 საათი სჭირდება. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ გაჭერით ფოლგა და გაზარდეთ ტემპერატურა 250 გრადუსამდე. 15 წუთში ხორცი მადის აღმძვრელი ქერქით დაიფარება.

სანალებლებთან, სოუსთან და ნიორთან შერეული ხორცის წვენი კარტოფილს და ხახვს იდეალურ გარნირად აქცევს.სხვათაშორის, ბევრი კულინარი გვირჩევს, რომ ასეთ ღორის ხორცს სუფრაზე გატანამდე მოცვის სოუსი მოვასხათ. ის კერძს სასიამოვნო, თუმცა არა აშკარად გამოხატულ სიმჟავეს სძენს. თუ ბოსტნეულის გამოცხობა არ გსურთ, ღორის ხორცს მოუხდება ასევე ყავისფერი ბრინჯიც ან კარტოფილის პიურეც კი. საკვებში უნივერსალურობა- შესანიშნავია. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს