ძალია მიყვარს სადღესასწაულოდ კრაბის ჩხირებისგან სალათების მომზადება. არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება პეკინური კომბოსტოთი, მუხუდოთი თუ სიმინდით, ის ყოველთვის მსუყე, გემრიელია და ბავშვობის გემოს მოგვაგონებს. ის, “ოლივიე” და “შუბა” ხომ ყოველთვის იდო ხოლმე სუფრაზე.დღეს ინტერნეტში უამრავი რეცეპტი შეგხვდებათ, ხოლო პროდუქტები განუსაზღვრელი რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. მე მცირედით შევცვალე საახალწლო სუფრის კლასიკური შემადგენლობა, ამიტომ კრაბის სალათიც არასტანდარტული გამოვიდა. მუხუდო და სპეციალური სოუსი ამ სალათს უფრო ჰაეროვანს და არომატულს ხდის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის მომზადებას გასწავლით.
ინგრედიენტები:
- მდნარი ყველი – 50 გრ.
- პეკინური კომბოსტო – 150 გრ.
- კიტრი – 1 ცალი
- კვერცხი – 2 ცალი
- კრაბის ჩხირები – 4 ცალი
- მუხუდო – 4 ს/კ
- მწვანე ხახვი – გემოვნებით
- ოხრახუში – გემოვნებით
- მაიონეზი – 1 ს/კ
- არაჟანი – 1 ს/კ
- ლიმონის წვენი – 1ს/კ
- ტაბასკო – 1 გრ.
- ნიორი – 1 კბილი
- მარილი – 1 ჩ/კ
- შავი პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
- წვრილად გახეხეთ ან დაჭერით პეკინური კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და მოასხით ლიმონის წვენი.
- კიტრი დაჭერით ზოლებად, ხოლო კრაბის ჩხირები სიგანეზე.
- კვერცხი მოხარშეთ და გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული, ცილა კი ზოლებად დაჭერით.
- დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, მუხუდო.
- მოამზადეთ სოუსი: აიღეთ კვერცხის გული და მდნარი ყველი, სასურველია, ჰოლანდიური. კარგად დასრისეთ ჩანგლით პასტასავით.
- დაამატეთ არაჟანი, მაიონეზი, დაჭყლეტილი ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შემდეგ აურიეთ ყველაფერი ერთად და დადეთ თეფშებზე სერვირებისთვის.
- სუფრაზე მიტანამდე სალათას მოაყარეთ პილპილი, მოასხით სოუსი.
პრეზენტაბელური ვიზუალისთვის შეგიძლიათ დაახატოთ სოუსით ფორმები კულინარიული პაკეტის დახმარებით. გემრიელად მიირთვით და მუდამ შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.