გამყიდველმა უხეში ხორცი მომყიდა, მაგრამ დედის რეცეპტით გემრიელი კატლეტები გავაკეთე

0
500

ძროხის ან ნებისმიერი სხვა ხორცით წვნიანი კატლეტების მოსამზადებლად განსაკუთრებულად ნაზი და ძვირფასი ხორცის ნაჭრები არ გჭირდებათ. ფარშისთვის უხეში ნაწილებიც გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში კატლეტს საიდუმლო ინგრედიენტი უნდა დაუმატოთ. არ ინერვიულოთ, არაფერი ძვირადღირებული. ის, შესაძლოა, პირდაპირ ახლა თქვენი მაცივრის ზედა თაროზე დევს.კატლეტის საკმაოდ მარტივი და გავრცელებული რეცეპტი ავიღეთ. თუ რაიმე სხვა ინგრედიენტის დამატება გიყვართ, თამამად დაუმატეთ. დღეს უფრო ტექსტურის ხარისხსა და ხორცის გემოზე ვისაუბრებთ. სანელებლები და სხვა დანამატები მეორეხარისხოვანია. მოდით, დავიწყოთ!

წვნიანი კატლეტები ძროხის ხორცით

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ძროხის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 250 მლ მინერალური წყალი
  • 100 გრ შპიკი
  • 0,5 ჩ/კ წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. ხორცის საშუალო ნაჭრები თასში ჩაყარეთ, წიწაკა მოაყარეთ. ამ ეტაპზე ნებისმიერი სხვა სანელებელი დაუმატეთ. ეს პრინციპული არაა. ახლა ხორცს გაზიანი მინერალური წყალი დაასხით და 20 წუთით მოიცადეთ. ამ დროში წყლის ბუშტები თავის საქმეს გააკეთებს: ხორცს დაარბილებს. სანელებლებსაც კარგად შეიწოვს.
  2. დამარინადებული ნაჭრები ამოიღეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ხორცს შპიკი (დამარილებული ღორის ქონი), დაქუცმაცებული ხახვი და 3 კბილი ნიორი ამ თანმიმდევრობით დაუმატეთ. მასას მარილი დაუმატეთ.
  3. პური საჭირო არაა. თუ სტანდარტული კატლეტი არ გაწყობთ, ფარშს რამდენიმე ნაჭერი კარაქი დაუმატეთ. ასე უფრო წვნიანი და ფუმფულა გამოვა. გარდა ამისა, ცოტა პომიდვრის პასტა შეგიძლიათ ათქვიფოთ და ფარშს დაუმატოთ. ასეთი კატლეტი საკმაოდ პიკანტური გამოვა, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ. გემოების ახალ ემოციებს მოგიტანთ.
  4. ახლა ასე მოიქეცით. ან ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ და კატლეტი მასში მოამზადეთ, მზაობა ასანთის ჩხირით შეამოწმეთ. ან ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და კატლეტები მის ზედაპირზე ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. თავად აირჩიეთ, რომელი ვარიანტი მოგწონთ. ნებისმიერ შემთხვევაში კერძი მზადაა!

ბოლოს, ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი – მინერალური წყალი. მთავარია, ბევრი ბუშტები ჰქონდეს და დაბალი ტემპერატურის იყოს. თითქოსდა უბრალო რამაა, მაგრამ ხორცს კარგად არბილებს. ზოგიერთი მზარეული ამ მეთოდით მწვადებს ამარინადებს. მინერალური წყალი, ხახვი და არაფერი ზედმეტი. სამაგიეროდ, ხორცი შემდეგ ურბილესია. მხოლოდ მზადებისას მარილის დამატება არ დაგავიწყდეთ.

თავად კატლეტზე სათქმელი არაფერია. კლასიკური გარნირი, კარტოფილის პიურე, რძეზე კარაქთან ერთად, იდეალურად უხდება. თუ სახლში დღესასწაულის შემდეგ ბოსტნეული დაგრჩათ, ისიც გამოიყენეთ. ხრაშუნა კიტრი, რბილი გემრიელი კატლეტი პიურესთან ერთად და ცხოვრებაც მოგვარებულია. მარტივ სამზარეულოს საკუთარი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით ახალი წლის შემდეგ.