ვსწავლობთ სახლში ძეხვის მომზადებას.

251

სახლში მომზადებული ძეხვი ქათმის ხორცისგან მაღაზიაში შეძენილის შესანიშნავი ალტერნატივაა. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით მისი მომზადების წესს.

ქათმის ხორცის ძეხვი

გთავაზობთ მარტივ რეცეპტს ნატურალური ძეხვის მოსამზადებლად. იდეალური იქნება ბავშვებისთვისაც, რადგან მზადდება ქათმის ნატურალური ხორცისგან. ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენა იქნება დიასახლისებისთვის.

ინგრედიენტები

  • 500 გრ. ქათმის ფილე
  • 250 გრ. ღორის ხორცი
  • 80 გრ. ყველი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 7 ჩ/კ ჟელატინი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • სანელებლები გემოვნებით

აქვე აღვნიშნავთ, რომ რეცეპტში ღორის ხორცის შერევა არ არის აუცილებელი და თუ არ აპირებთ, იგივე რაოდენობის ქათმის ფილე დაუმატეთ.

მომზადების წესი

  1.  გაატარეთ ქათმის ხორცი და გადააქციეთ ფარშად. თუ იყენებთ, ასევე გაატარეთ ღორის ხორცი. ასევე დააქუცმაცეთ ხახვი, ნიორი. წვრილ კუბებად დაჭერით მაგარი ყველი.
  2.  აურიეთ კარგად ყველა დაქუცმაცებული ინგრედიენტი, დაუმატეთ პაპრიკა და სანელებლები. მიეცით ფარშს ძეხვის ფორმა, გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში, მაქსიმალურად გამოდევნეთ ჰაერი. ხარშეთ 1 საათის განმავლობაში სქელძირიან ქვაბში.
  3.  როდესაც ძეხვი მოიხარშება, მაშინვე შეუშვირეთ ცივ, გამდინარე წყალს. შემდეგ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით. ეს მანიპულაცია სიმყარეს მისცემს ძეხვს და აღარ დაიშლება დაჭრის დროს.

ქათმის ხორცის ძეხვის კიდევ ერთი რეცეპტი

ინგრედიეტები

  • 500 გრ. ქათმის ფილე
  • 200 მლ. რძე
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ პილპილი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული ნიორი
  • 0,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 1 ს/კ ჭარხლის წვენი ფერისთვის

მომზადების წესი

  1. ეს რეცეპტი უფრო მარტივია, ვიდრე პირველი. უბრალოდ გაატარეთ ქათმის ფილე, სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ღორის ხორცი – ის ძეხვს უფრო ცხიმიანს და წვნიანს გახდის.
  2. ქათმის ფარშს დაუმატეტ რძე და სანელებლები. კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შედეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
  3. გაცივებული ფარშისგან კულინარიული ტომრის საშუალებით კააკეთეთ ძეხვი. თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ პოლიეთილენის პაკეტი, რომელსაც სასურველ სისქეზე მოაჭრით წვერს.
  4. ასეთი ძეხვი უნდა ხარშოთ 15 წუთის განმავლობაში.

სახლში მომზადებული ძეხვი ყველაზე პატარებისთვის – მოცემული რეცეპტებიდან მეორე ვარიანტი იდეალური იქება პატარებისთვისაც. გაითვალისწინეთ, რომ მათ არ მოეწონებათ ბევრი სანელებლები.თქვენ გიცდიათ ძეხვის მომზადება სახლში? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს