სახლში მომზადებული პიცა ძეხვით მსუყე და არომატული კერძია, რომელიც ყველას მოეწონება. მისი მომზადება ძალიან მარტივია და იცით რატომ? საერთოდ არ სჭირდება ცომი. როგორ მოვამზადოთ პიცა ცომის გარეშე, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
პიცა ძეხვით
ამ პიცის ცომს, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩავანაცვლებთ ჩვეულებრივი პურით. არ დაგჭირდებათ ცომის მოზელა, ლოდინი, გაბრტყელება. უბრალოდ იყიდეთ აგურის ფორმის პური და მოემზადეთ შესანიშნავი პიცის მოსამზადებლად, რისთვისაც დაგჭირდებათ სულ 20 წუთი.
კარტოფილი – სიმსუყისთვის დამატებითი ინგრედიენტი იქნება კარტოფილი. ასევე, მოიმარაგეთ ბეკონი, ძეხვი, მოხარშული ღორის ა ქათმის ხორცი. ის უნდა დაჭრათ წვრილად, ან დააქუცმაცოთ ხელით. ზოგადად, რეცეპტი უჩვეულოა, მაგრამ იმპროვიზაციას ვერავინ დაგვიშლის.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 1 ოთხკუთხედი ფორმის პური
- 400 გრ. კარტოფილი
- 2 ს/კ რძე
- მარილი
- პილპილი
- 80 გრ. ბეკონი ან სხვა ხორცი
- 2 ს/კ კეტჩუპი
- მაგარი ყველი
- მწვანილი
მომზადების წესი
- დაჭერით პური. იმისათვის, რომ ნაჭრები თანაბარი გამოვიდეს, შედეთ ის მაცივარში. თითოეული ნაწილიდან ამოიღეთ გულები.
- ამასობაში მოამზადეთ კარტოფილის პიურე. მოხარშეთ კარტოფილი, დაუმატეთ რძე, სანელებლები. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქი და მწვანილი.
- მოამზადეთ ხორცი და ყველი. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხორცი, ბეკონი ა ძეხვი დაჭერით წვრილად, მოასხით კეტჩუპი და სანელებლები. კარგად აურიეთ.
- პურის თითოეული კუბი მჭიდროდ ჩასვით ფორმაში, რათა მოათავსოთ ზედ რაც შეიძლება მეტი შიგთავსი. შიგთავსი მოაყარეთ ფენებად: ჯერ კარტოფილი, შემდეგ ხორცი, ბოლოს ყველი. აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.
სახლში მომზადებული ცხელი პიცა – როგორც ხედავთ, ამ პიცის მომზადება საკმაოდ მარტივია. ინგრედიენტები შეგიძლიათ ცვალოთ საჭიროებისამებრ. არ გაქვთ ბეკონი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოსისი. გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.