ჩემი ქმარი ირონიულად მიყურებდა სანამ პიტნას და შაქარს ვურევდი ერთმანეთში, მაგრამ შემდეგ გაოცებული დარჩა.

3772

როდესაც გაზაფხულზე გარეთ იასამნის სურნელი ტრიალებს, ბაღში კი პიტნა ხარობს, გინდა სასწრაფოდ მოამზადო მოჰიტო და დატკბე მზიანი დღეებით. სეზონური ხილი და ბოსტნეული შთაგონებას გვაძლევს გავაკეთოთ ორიგინალური კერძები. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ პიტნის ორცხობილები სწრაფად და მარტივად.

პიტნის ორცხობილა

ძალიან მიყვარს იმის გაკვირვება, თუ როგორ ღებავს ხილი ან კენკრა ცომს. მაგალითად ალუბალი აძლევს იასამნის ფერს, ჟოლო – ნაზ ვარდისფერს. პიტნა კი, რა თქმა უნდა, ღებავს მწვანედ.არ არის ხელოვნური საღებავების გამოყენების აუცილებლობა, რადგან ნატურალური პროდუქტები შესანიშნავად აკეთებენ ამ საქმეს. თქვენი პატარები აღფრთოვანებულები იქნებიან მწვანე ორცხობილებით. ინგრედიენტებიც ცოტა სჭირდება: ცოტა პიტნა, ფქვილი, შაქარი, კვერცხი. ორცხობილა გამოდის გარედან ხრაშუნა, შიგნიდან კი რბილი. შეგიძლიათ ცომში დაუმატოთ შოკოლადის ღილები, ქიშმიში, წვრილად დაჭრილი კურაგა, ან ქლიავის ჩირი. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ინგრედიენტები

  • 220 გრ. ფქვილი
  • 20 გრ. პიტნა
  • 100 გრ. კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ. შაქარი
  • 40 გრ. შოკოლადის ღილები
  • 7 გრ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ პიტნის ფოთლები გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ ჩაყარეთ ღრმა თასში, დააყარეთ 100 გრ. შაქარი და აურიეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ კარაქი გაადოთ მიკროტალღურ ღუმელში, ან წყლის აბაზანაზე.
  3. გაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი და შოკოლადის ღილები.
  4. დაუმატეთ ასევე კვერცხი, გააერთიანეთ ყველა ინგრედიენტი, კარგად მოზილეთ. უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი, რომელიც ხელებზე რომ არ მოგეკროთ, უმჯობესია, დაამუშავოთ ზეთით.
  5. გააკეთეთ პატარა გუნდები და მოათავსეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ორცხობილები გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად.

რჩევა რედაქციისგან: თუ მოგწონთ ტერამისუს მსგავსი დესერტები, გირჩევთ მოამზადოთ კრემი  ნაღებით და შაქრის პუდრით: ათქვიფეთ 35%-იანი ცივი ნაღები 200 გრ. შაქრის პუდრასთან ერთად. ყავის მაგივრად დაასველეთ ორცხობილები ლიმონის სიროფში, ჩააწყვეთ ფორმაში, მოასხით კრემი. მიიღებთ საოცარ, არომატულ დესერტს. თქვენ გიცდიათ მსგავსი ნამცხვრის მომზადება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს