მაღაზიების თაროები და ბოსტნის რიგები სავსეა ახალგაზრდა მწვანილით. მათი არომატი შორიდანვე შეიგრძნობა და საჭირო არ არის ღეროს გადატეხა ხახვის, ნივრის ან ოხრახუშის სასიამოვნო სურნელის შესაგრძნობად. თითოეულმა ზუსტად იცის სად და როგორ გადაანაწილებს თავის ზურმუხტისფერ განძს. ნაწილს სუპებში გამოიყენებს, ნაწილს კი – სალათებისათვის. პაპარაცის რედაქცია კი რამდენიმე, ნამდვილად უჩვეულო რეცეპტს გთავაზობთ.
ახალი მწვანილი – მწვანე ნიორი იმდენად პოპულარული არ არის, რამდენადაც ხახვი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ძვირფასი პროდუქტი სათანადოდ არ არის დაფასებული. როგორ გამოვიყენოთ ის სწორად? შეგიძლიათ, არ დაელოდოთ ნივრის თავების მოსვლას. მოამზადეთ ნივრიანი მარილი, რომელიც ძალიან სასარგებლოა და გემრიელი.დაჭრილი ნიორი დააბლენდერეთ და ჩაამატეთ მარილი. დააბლენდერეთ, კიდევ ერთხელ. მზა ნივრიანი მარილი, ქილაში მოთავსებამდე, გაზქურის ღუმელში უნდა გააშროთ. არომატი ნამდვილად მადისაღმძვრელია. მივიღებთ პროდუქტს – ორი ერთში. მოსახერხებელია და პრაქტიკული.
საინტერესო სპრედი – გჭირდებათ მაგარი იდეა ბუტერბროდისათვის სპრედის მოსამზადებლად? ეს უცნაური არ არის, რადგან ზაფხული უკვე კარსაა მომდგარი. გვჭირდება რაიმე ახალი, სურნელოვანი და მადისაღმძვრელი. მოამზადეთ სპრედი ნებისმიერი ხემსისათვის. ამ სპრედის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძირითადი კომპონენტი – მდნარი ყველის, კარაქის ან თუნდაც ქონის სახით.ქონი წინასწარ ოდნავ უნდა გაყინოთ, შემდეგ კი დააბლენდეროთ მუსის კონსისტენციამდე. ყველს და კარაქს არანაირი წინასწარი მომზადება არ სჭირდება. ახლა, უნდა მოვამზადოთ მწვანილი. ახალი ნიორი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ბლენდერში დააქუცმაცეთ. ნიორს დაამატეთ მარილი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი და სეზამის მარცვლები. აკურატულად შეურიეთ ნივრიანი მასა ყველს, კარაქს ან ქონს და სურნელოვანი სპრედიც მზად არის.
ბოლო შტრიხი – ახალი მწვანილით მომზადებული სუპები მართლაც განსაკუთრებულად გემრიელია. ამისთვის, მწვანილი შეგიძლიათ გაყინოთ. გაყინული მწვანილის ერთნაირი პორციების მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პაკეტები ან ყინულის მოსამზადებელი ფორმა. დაგვჭირდება მწვანე ხახვი, ახალი ნიორი, სანელებლები, რომლებიც მოგვწონს, კამა ან ოხრახუში, სურვილისებრ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ბლენდერი დაგვჭირდება. ახალი მწვანილით მომზადებული ერთგვაროვანი მუსი მაცივარში გაყინეთ და ცხელი სუპებისათვის გამოიყენეთ.
ახალი მწვანილი და ლამაზი პეროგი – ყველა კერძში არ გამოგვდის საინტერესო ფერთა გამის შერჩევა, თუმცა მწვანილის გამოყენება ამაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ასეთი პეროგის მწვანე ფერი, ნამდვილად დააინტერესებს თქვენს სტუმრებს. თანაც, ინგრედიენტებიც არც ისე ბევრი დაგჭირდებათ. გამოვა გემრიელი და ლამაზი.
ინგრედიენტები
- 5 ცალი მოხარშული კვერცხი;
- 5 ცალი უმი კვერცხი;
- მწვანე ხახვი;
- მწვანე ნიორი;
- 1 ჩ.კ მშრალი აჯიკა;
- 3 ს.კ ბერძნული იოგურტი;
- 350 გრამი ფქვილი;
- 500 მლ არაჟანი;
- 20 გრამი გამაფხვიერებელი;
- 0,5 ჩ.კ მარილი.
მომზადების წესი
- 1. მოხარშული კვერცხითა და მწვანილით კეთდება პეროგის შიგთავსი. ხახვი და მარილი დაჭერით მაქსიმალურად წვრილად, კვერცხი კი – პატარა კუბებად. დაამატეთ ცოტაოდენი მწარე მშრალი აჯიკა და რამდენიმე კოვზი იოგურტი.
- 2. ახალი კვერცხი დაგვჭირდება პეროგის ფქვილიანი მასის მოსამზადებლად. კვერცხი ათქვიფეთ მარილთან, გამაფხვიერებელთან, არაჟანთან და ფქვილთან ერთად. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასში ფქვილიანი მასის პირველი ნაწილი.
- 3. გულსართი აკურატულად გადმოიტანეთ პეროგის პირველ ფენაზე და თანაბრად გადაანაწილეთ კოვზის გამოყენებით. შემდეგ, ფორმა შეავსეთ ფქვილიანი მასის მეორე ფენით. უნდა გამოაცხოთ 30 – 40 წუთის განმავლობაში – 180 გრადუს ტემპერატურაზე.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებიან თქვენი სტუმრები ასეთი უჩვეულო პეროგით. პეროგი შეგიძლიათ მიართვათ ხორცის კერძებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ამ ტანდემის შესაბამისი სოუსის მომზადებაც. აუცილებლად მოამზადეთ ასეთი პეროგი, რომელშიც ახალი მწვანილია. ის ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ ოჯახურ წვეულებას.