გამოცდილმა დიასახლისმა გაგვიზიარა ცომთან მუშაობის ყველა ხრიკი.

0
1576

ბევრმა დიასახლისმა არ იცის ცომის სწორად დამუშავება. შეიძლება სცადონ უამრავი რეცეპტი, მაგრამ ამ რეცეპტებში არ არის მითითებული ცომის მომზადების ნიუანსები. საბედნიეროდ, მოვახერხეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ წესების შეგროვება, რაც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი კულინარიული უნარები.

როგორ დავამუშავოთ ცომი

რეცეპტის მიხედვით ცომის მომზადება არ არის რთული, მაგრამ ზოგს გამოსდის და ზოგს არა. ამაში ხშირად დამნაშავე ფქვილის ხარისხია. ამიტომ უმჯობესია, ვისწავლოთ ცომთან სწორი მუშაობა და გაეცნოთ ჩვენს მარტივ რჩევებს.

ხრიკები ცომის მომზადების დროს

  1. იმისათვის, რომ ცომეული მეორე დღესაც რბილი და ფუმფულა იყოს, გამოიყენეთ კარტოფილის სახამებელი. გააზავეთ წყალში მცირე რაოდენობით და დაუმატეთ ფქვილს.
  2.  პეროგის, ბლინების, პურის და ოლადების ცომს დაუმატეთ ცოტაოდენი მანანის ბურღული. 500 მლ. სითხეზე საკმარისია 1 ს/კ მანი. ეს გააუმჯობესებს ცომის ხარისხს.
  3. ცომი რომ უფრო ფუმფულა გამოვიდეს, დაუმატეთ მინერალური წყალი. მისი პორციები ასეთია: 0.5 ჭიქა წყალში შეურიეთ 1 ჩ.კ სოდა ძმრით, ან ლიმონის წვენით.
  4. გახეხილი და ფხვიერი ცომი შიგთავსით უნდა აცხოთ საშუალო ცეცხლზე, რათა ზედმეტად არ გამოშრეს შიგთავსი.
  5. რძეზე მომზადებულ ცომს მეტი შანსი ექნება მოიგოს თქვენი ოჯახის წევრების გული. ასეთ ცომს აქვს სასიამოვნო ფერი და პრიალა ზედაპირი.
  6. თუ ამზადებ პეროგს კვერცხით, დაუმატეთ მხოლოდ გული. ასეთი ცომი უფრო ნაზი და ჰაეროვანი გამოვა.
  7. მაღალი ფორმის ღვეზელის გამოცხობისას, მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლი იყოს დაბალი და თანაბარი, რათა გული კარგად გამოუშრეს და არ დაიწვას გარედან.
  8. ფხვიერი ნამცხვრის მომზადებისას გაითვალისწინეთ გარკვეული ნიუანსები. მაგალითად, თუ აცხობთ საცხობ დაფაზე, ქვედა ფენა უფრო თხელი გააკეთეთ, რადგან შიგთავსის გემო უკეთ იგრძნობა. იმისათვის, რომ ხილფაფამ ზედმეტად არ დაასველოს ნამცხვარი, ჯერ მოაყარეთ სახამებელი, ხოლო შემდეგ წაუსვით შიგთავსი.
  9. თუ აპირებ, რომ ფუნთუშებს ან პეროგს მოაყარო შაქრის პუდრა, მანამდე ზედაპირზე წაუსვი გამდნარი კარაქი. ასე არომატი უკეთ გაიხსნება და უფრო გემრიელი იქნება.
  10. აკონტროლეთ სოდის რაოდენობა ცომში. თუ ზედმეტი მოგივათ, გავლენას მოახდენს გემოზე, სუნსა და ფერზე.

როგორ დავამუშავოთ საფუარიანი ცომი

  • ფუმფულა, საფუარიანი ცომის სწრაფად მოსამზადებლად, გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები. ცივი მასალით ცომი გვიან ამოვა, თუმცა, არ უნდა აღემატებოდეს 30-35 გრადუსს. დაბალ ან მაღალ ტემპერატურაზე საფუარი თავის თვისებებს კარგავს.
  • ნებისმიერი ცომი, უმჯობესია, გამოცხობამდე დაასვენოთ ხოლმე. ეს განსაკუთრებით ეხება საფუარიან ცომს.
  • საინტერესო ნიუანსი: თუ ამზადებთ საფუარიან ან უსაფუარო ცომს, არ გაადნოთ კარაქი, ეს გააუარესებს ცომის ტექსტურას ცხობის დროს.
  • შეძლებისდაგვარად, ეცადეთ გამოიყენოთ ცოცხალი საფუარი. მისი ხარისხის შესამოწმებლად არსებობს ასეთი ხერხი: წინასწარ მოამზადეთ საფუარიანი ნაყენი, თავზე მოაყარეთ ფქვილი. ნახევარი საათის შემდეგ ზედაპირზე უნდა გაჩნდეს ბზარები. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ საფუარი კარგია.
  • აკონტროლეთ შაქრის რაოდენობა ფქვილიან პროდუქტებში. თუ ის ძალიან ბევრი იქნება, ნამცხვარი ადვილად დაიწვება. ჭარბი შაქრის გამო საფუარიან ცომში დუღილის პროცესი ნელდება. შედეგად ნამცხვარი ჰაეროვანი აღარ გამოვა.
  •  საფუარის გააქტიურების დასაჩქარებლად, მოზელის დროს, ან ბოლოს დაუმატეთ ცომს ზეთი.
  • საფუარიანი ცომი დააყენეთ იმდენი ხანი, რამდენიც მითითებულია რეცეპტში. ძირითადად, ამისთვის საკმარისია 3 საათი. დიდი ხნის გასვლის შემდეგ ცომის ხარისხი ფუჭდება.
  • საფუარიან ცომს თავზე შეგიძლიათ წაუსვათ არა მარტო კვერცხის გული ან ცილა, არამედ ჩვეულებრივი რძე, ან შაქრიანი წყალი. ამ ხრიკის წყალობით ნამცხვრების და ფუნთუშების ზედაპირი პრიალა ქერქით დაიფარება.
  • თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, რომ საფუარის ცომი უკვე ამოსულია, მაგრამ გამოცხობას ვერ ახერხებთ, გამოსავალი არსებობს. დაასველეთ ქაღალდი და გადააფარეთ ცომს.

სხვა რჩევები: რაც უფრო მეტ ცხიმს დაუმატებთ ცომში, მით უფრო ფხვიერი გამოვა ის. ფხვიერი ცომი გაგრილების შემდეგ უნდა ამოიღოთ ფორმიდან, რათა არ დაიშალოს.თუ ცომი ძალიან თხელია და გაბრტყელება გიჭირთ, მოათავსეთ ის პერგამენტის ქაღალდებს შორის და ისე გამოაცხვეთ. თუ იყენებთ ქიშმიშს, ცომში ჩაყრამდე აუცილებლად ამოავლეთ ფქვილში.არასდროს დაჭრათ ცხელი ნამცხვარი. ეს განსაკუთრებით ეხება ბრაუნის ტიპის ტკბილეულს. თუ ამის აუცილებლობაა, დაასველეთ დანა ცხელ წყალში , გაამშრალეთ და დაჭერით.სულ ეს არის ჩვენი დღევანდელი რჩევები. თუ კიდევ გაქვთ რაიმე საინტერესო ხრიკი, გაგვიზიარეთ კომენტარებში.