ფიტნეს ინსტრუქტორმა იაპონიიდან ტაკიშიმა მიკამ გვასწავლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პეპელასავით იფრინო 91 წლის ასაკშიც კი.

0
200

საოცარი იაპონელი ტაკიშიმა მიკა დიდ ეფექტს ახდენს თავისი სხეულით. ეს არის გამხდარი, გამართული და უბრალოდ მშვენიერი. ქალი მუშაობს ფიტნეს ინსტრუქტორად და ვერ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება სპორტის გარეშე. ტაკიშიმას საოცარი ენერგია აქვს და ალბათ ვერ გაგაკვირვებთ, სანამ არ გეტყვით მის ასაკს. ტაკიშიმა მიკა 2022 წელს 91 წლის ხდება…

ტაკიშიმა მიკა – გაგიკვირდათ ხომ? უკნიდან სიფრიფანა, იაპონელი ქალი შეიძლება შეცდომით სკოლის მოსწავლე, ან ახალგაზრდა გოგონა გეგონოთ. ენა არ გიბრუნდებათ, რომ ბებია დაუძახოთ. ის საოცრად მხიარული და ხალისიანია. თუმცა მიკა ყოველთვის ასე არ გამოიყურებოდა.სპორტულ დარბაზში სიარული 65 წლის ასაკში დავიწყე – ამბობს ტაკიშიმა – თავიდან საერთოდ ვერ ვამჩნევდი ჩემს სიმსუქნეს, არადა ჩემი წონა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა არის. ქმარმა ტაქტიანად მიმანიშნა ასეთ დელიკატურ პრობლემაზე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა 15 კილოგრამის დაკლება და სპორტდარბაზში დავრეგისტრირდი.ტაკიშიმა მიკა გახდა ნებისყოფისა და გამძლეობის ნათელი მაგალითი. უკვე 79 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა პირად მწვრთნელთან, ხოლო 87 წლის ასაკში უკვე თავად იყო მწვრთნელი. იაპონელი ქალი უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას თავის ასაკს. ის ამბობს: „არავინ არის ძალიან მოხუცი იმისთვის, რომ რაღაც ახალი დაიწყოს“.

განსაკუთრებული ცხოვრების წესი – ამ საოცარი ქალის ცხოვრების წესი განსაკუთრებულია. უმრავლესობისთვის ასეთი რეჟიმი საბედისწერო იქნებოდა, მაგრამ ეს ტაკიშიმას მხოლოდ აძლიერებს. სპორტსმენი ცდილობს დაიძინოს 23:00 საათისთვის და ადგეს დილის 04:00 საათზე, რაც ძალიან ადრეა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ არა მიკასთვის. ქალბატონი ემზადება სამსაათიანი სირბილისთვის და ამ დროის განმავლობაში ტაკიშიმა მიკა ახერხებს დაახლოებით 8 კილომეტრის გარბენას.

დილის 07:00 საათზე ტაკიშიმას მსუყედ საუზმობს. ის უპირატესობას ანიჭებს შემწვარ სკუმბრიას ან ორაგულს. მას უყვარს ნატტო – ტრადიციული იაპონური საკვები, რომელიც სოიოსგან მზადდება. არ ივიწყებს ბოსტნეულს, კვერცხს, კიმჩის კომბოსტოს, ტოფუს. სწორედ დილით იღებს ქალი კალორიების მაქსიმალურ რაოდენობას. სადილად ის ჭამს ხილს და ნატურალურ იოგურტს, რადგან მსუყე საკვები ძილიანობას იწვევს.

მუდმივი მოძრაობა – დილის ვარჯიშის და საუზმის შემდეგ ტაკიშიმა მიკა უბრუნდება დიასახლისის საქმიანობას: ალაგებს, ასუფთავებს, ამზადებს სადილს. ის იმდენად კარგად აკონტროლებს თავის სხეულს, რომ ზურგი მუდამ სწორად უჭირავს, მუცელი კი შეწეული აქვს. სხვათა შორის, ტაკიშიმას ურჩევნია ვარჯიში მუსიკის გარეშე, რათა მაქსიმალურად კონცენტრირდეს თავის მოქმედებებზე.ვარჯიშის დროს დიდ ყურადღებას აქცევს გაჭიმვას, შპაგატს და შტანგის აწევას. დარწმუნებულია, რომ კუნთები ეტაპობრივად უნდა მოამზადოს სპორტისთვის. ამიტომ ფრთხილად მუშაობა არის წარმატების გასაღები და  სხეული მუდამ მადლიერი იქნება თავისი მფლობელის. მიკას ყოველდღიურ ვარჯიშს დაახლოებით 3 საათი სჭირდება.

როგორ ცხოვრობს და ვარჯიშობს ტაკიშიმა მიკა – მიკას ვახშამიც საკმაოდ მსუყეა. მას ძალიან უყვარს ქათმის წვნიანი, ისევე როგორც ბოსტნეული. მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს მავნე პროდუქტებს, სხვადასხვა არომატებსა და კონსერვანტებს. ამასთან, თავს არ იტანჯავს გაუთავებელი დიეტებით და თუ ტკბილეულით უნდა გაინებივროს თავი, ნებისმიერ დროს თამამად აკეთებს ამას.

ტაკიშიმა მიკა, იგივე ტაკიმიკა, ცდილობს თავისუფალი დრო უშედეგოდ არ დახარჯოს. ის ვარჯიშობს, სწავლობს ფიტნესის ახალ წესებს, კომპიუტერთან მუშაობას და მუდმივად ეუფლება ინგლისურს. მიკა ძალიან მეგობრულია და ამბობს, რომ სურს რაც შეიძლება მეტი მეგობარი ჰყავდეს მთელ მსოფლიოში. რა მაგარია! ენერგიული ადამიანის ნამდვილი მაგალითი მრავალი ზარმაცისთვის. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ტაკიმიკას!