სახლში მომზადებული შაურმა ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი, მითუმეტეს თუ ის ბოშა გალინას რეცეპტის მიხედვით არის მომზადებული. ეს საოცრება ოდესაში ყოფნის დროს გავსინჯე და ახლაც მახსოვს მისი გემო.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ ერთ-ერთი საუკეთესო შაურმის რეცეპტს, რომელიც მზადდება ყაბაყით და ქათმის ხორცით.
შაურმა ყაბაყით
- 0.5 კგ. ქათმის ფილე
- 150 გრ. ყაბაყი
- 60 გრ. ბულგარული წიწაკა
- 200 გრ. ხახვი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- 3 კბილი ნიორი
- 0,5 პომიდორი
- 100 გრ. კომბოსტო
- 0,5 ჩ/კ მარილი და პაპრიკა
- მწიკვი შავი პილპილი
- მდოგვი, მაიონეზი, კეტჩუპი გემოვნებით
- 3 ცალი ლავაში
- მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი
- პირველი რაც უნდა გააკეთოთ, არის ბოსტნეულის მომზადება. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით ნახევარ რგოლებად, გარეცხეთ ქორფა ყაბაყი, მაგრამ არ გათალოთ, დაჭერით 0,5 სმ სისქის ზოლებად. ნიორი დაჭერით წვრილად, ბულგარული წიწაკა კი – ზოლებად.
- ასევე წვრილად დაჭერით კომბოსტო, პომიდორი კი კუბებად.
- ქათმის მკერდი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გახურებულ ტაფაზე შეწვით ზეთში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხორცს დაუმატეთ ხახვი და ყაბაყი.ეს ყველაფერი შეწვით 5 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი, პილპილი, პაპრიკა და აურიეთ. გააჩერეთ ერთი წუთით და გადმოდგით ცეცხლიდან.
- შეურიეთ ერთმანეთს მაიონეზი (2 სუფრის კოვზი) მდოგვის (ჩაის კოვზის ერთი მესამედი) და კეტჩუპი (2 სუფრის კოვზი). დაასხით ეს სოუსი ლავაშზე და გადაანაწილეთ ნახევარზე.დაამატეთ კომბოსტო და რამდენიმე ნაჭერი პომიდორი, მოაწყვეთ მეოთხედი ხორცი, ყაბაყი და ხახვი. ზემოდან მოაყარეთ მწვანილი.
- გადაახვიეთ შაურმა რულეტივით. იგივე გააკეთეთ დანარჩენ ლავაშზეც. ამ რაოდენობის ინგრედიენტებიდან 4 დიდი შაურმა გამოდის. თუ კეთების პროცესში აღმოაჩენთ, რომ სოუსი დაგრჩათ, სუფრასთან მიტანის წინ წაისვით შაურმის ღია ნაწილებზე.
- გრილზე ან გრილის ტაფაზე შეწვით შაურმა ყველა მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დაახლოებით 2 წუთი სჭირდება. ფრთხილად იყავით, რომ არ დაწვათ.
სულ ეს არის, შაურმა ყაბაყით მზადა არის. გემრიელად მიირთვით!შაურმა გამოდის ხრაშუნა გარედან და წვნიანი შიგნიდან. რაც მთავარია, ყველა პროდუქტი მარტივი და ხელმისაწვდომია. ნებისმიერი დიასახლისი გაუმკლავდება მისი მომზადების პროცესს!თქვენ გიყვართ შაურმა? რომელ ინგრედიენტს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს