ნამდვილად რთული თავსატეხები, რომლებიც ტვინისთვის აზიდვების ტოლფასია, გამოსცადეთ საკუთარი თავი

198

რთული თავსატეხები უფროსებსაც ისევე სჭირდებათ, როგორც ცნობისმოყვარე სკოლის მოსწავლეებს. პატარა ასაკში ყველა ისედაც რეგულარულად ტვირთავს ტვინს სწავლის პროცესში, მუდმივად რაღაც ახალს სწავლობს და ვითარდება. უფროსები კი ხშირად რუტინაში არიან ჩაძირულები და წყვეტენ ტვინის სათანადო ინტენსივობით გამოყენებას.

ამიტომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთდროულად ოთხ რთულ თავსატეხს გთავაზობთ უფროსებისთვის. შეძლებთ თუ არა მათთან გამკლავებას მინიშნებების გამოყენების გარეშე? შეეცადეთ იპოვოთ პასუხები საკმარისად სწრაფად, რათა შეაფასოთ რამდენად მარტივია თქვენთვის ასეთი ამოცანების ამოხსნა.

რთული გამოცანები უფროსებისთვის

1. ცნობილია, რომ მყიდველმა ტელეფონში და მის ჩასადებში 210 დოლარი გადაიხადა. ტელეფონი ქეისზე ზუსტად 200 დოლარით მეტი ღირს. რა ღირს მხოლოდ ქეისი? დაფიქრდით, სანამ ნაჩქარევად უპასუხებდეთ.

2. გვაქვს რიცხვითი თანმიმდევრობა, რომელიც უნდა გაგრძელდეს: 4, 5, 7, 11, 19, X. შეგიძლიათ მიხვდეთ, რა რიცხვი უნდა იყოს “X”-ის ნაცვლად, რათა არ დაირღვეს ლოგიკა რიცხვით მიმდევრობაში?

3. ბაღში რამდენიმე ყვავილია და რამდენიმე ფუტკარი. მებაღის პატარა ქალიშვილმა შენიშნა, რომ თუ თითოეულ ყვავილზე ორი ფუტკარი დაჯდება, მაშინ ორი ყვავილი ცარიელი დარჩება. თუ თითოეულ ყვავილზე ერთი ფუტკარი დაჯდება, მაშინ ორ ფუტკარს ყვავილი არ დარჩება. რამდენი ყვავილი და რამდენი ფუტკარია ბაღში?

4. ბოლო თავსატეხი ალბათ სხვა დროსაც შეგხვედრიათ. არის 5 ბავშვი: 4 წლის ვანო, 5 წლის თათია, 6 წლის მარინა და 5 წლის აკაკი. რამდენი წლისაა მათი მეგობარი ხვიჩა?

მინიშნებები და პასუხები გამოცანებზე

1. ბევრი ჩქარობს უპასუხოს, რომ ტელეფონის ჩასადები 10 დოლარი ღირს. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან მაშინ ტელეფონი ეღირება 210 – 10 = 200 დოლარი. ხოლო განსხვავება თავად ტელეფონსა და ქეისს შორის 200 – 10 = 190 დოლარი იქნებოდა, თუმცა პირობის მიხედვით 200 დოლარი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ტელეფონი 205 დოლარი ღირს, ქეისი კი მყიდველს მხოლოდ 5 დოლარი დაუჯდა. ამ შემთხვევაში ყველაფერი ემთხვევა.

2. ყურადღებიანი მკითხველი შეამჩნევს, რომ ყოველი შემდეგი რიცხვი თანმიმდევრობით იზრდება მზარდი რიცხვით. ჯერ ოთხი გაიზარდა ერთით და მივიღეთ 5, შემდეგ ხუთი გაიზარდა ორით და მივიღეთ 7. ამავე ლოგიკით 11-ს დაემატა 8, რათა მიგვეღო 19. შესაბამისად, შემდეგი ზრდა უკვე იქნება 16-ით. მაშინ 19 + 16 = 35. ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა ასეთია: 4, 5, 7, 11, 19, 35.

3. პირობებიდან ვიგებთ, რომ ფუტკარი 2-ით მეტია, ვიდრე ყვავილი. მაგრამ თუ ფუტკრების რაოდენობა 2-ზე გაიყოფა, მაშინ ყვავილი იქნება 2-ით მეტი. თუ ყვავილების რაოდენობა იქნება x, მაშინ ფუტკრების რაოდენობა იქნება x + 2. მაშინ (x + 2) ÷ 2 + 2 = x. აქედან გამომდინარე, 0.5x + 1 + 2 = x. მაშინ x – 0.5x = 3. ასე რომ x = 3 × 2 = 6. და თუ გვაქვს 6 ყვავილი, მაშინ ფუტკარი იქნება 6 + 2 = 8.

4. სინამდვილეში, ეს თავსატეხი საკმაოდ მარტივია. თითოეული ბავშვი იმდენი წლის არის, რამდენი ასოსგანაც შედგება მისი სახელი. მაგალითად, სახელში „ვანო“ ოთხი ასოა და ის ოთხი წლისაა. ეს კანონზომიერება შენარჩუნებულია ყველა დანარჩენ შემთხვევაში. და ამიტომ “ხვიჩა” 5 წლისაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს